სიახლეები
სკოლები

ნახშირღელის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
28-11-2023
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი და წარმატებასაც აღწევენ. 

ამჯერად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლა შეუერთდა გუნდურ ინტელექტუალურ თამაშს - „ტვინების ბრძოლა“.

3, 6 და 7 ნოემბერს სკოლაში გაიმართა შიდასასკოლო შეჯიბრი სამივე ასაკობრივ კატეგორიაში. თამაში კონკურენტულ გარემოში წარიმართა, მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

სკოლას ჰყავს სამი პირველადგილოსანი გუნდი.

გამარჯვებული გუნდები არიან:

1.მეოთხე კლასის გუნდი -„ლომები“ (დამრიგებელი ირინე არევაძე);

2.მეშვიდე კლასის გუნდი „ქლევერი“ (დამრიგებელი დალი რობაქიძე);

3.მეთერთმეტე კლასის გუნდი „მელიები“ (დამრიგებელი მარინე ლანჩავა).

გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ დიპლომები. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თამაშმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

სკოლაში თამაშის მიმდინარეობას ხელმძღვანელობდა დაწყებითი კლასების პედაგოგი ი.არევაძე. მას აქტიურად ეხმარებოდნენ კლასის დამრიგებლები.

სკოლაში მოსწავლეებს შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ. 

„იმედია სკოლის გამარჯვებული გუნდები ასპარეზობას რაიონულ პირველობაზე გააგრძელებენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

განათლების სამინისტრომ 6 თვეში facebook-ის გვერდზე რეკლამების განთავსებისთვის 35 ათას ლარზე მეტი დახარჯა
პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება