მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ექსკურსიები და გასვლით გაკვეთილები მოსწავლეთა მაღალი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩევა, შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სასწავლო მეთოდს მოსწავლეებს ხშირად სთავაზობენ.
ახლახან, მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ. ისტორიის მასწავლებელმა, ნინო სურმავამ მუზეუმი, როგორც საგანმანათლებლო რესურსი ისე გამოიყენა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი სასოფლო-სამეურნეო იარაღები, მათ შორის- დიდი ქართული გუთანი, რაც გლეხს მე-5 საუკუნეში მიწის დამუშავებას უადვილებდა.
გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა შეადარეს მიწის დამუშავების ახალი და ძველი საშუალებები, იმსჯელეს მათ მსგავსება-განსხვავებაზე, მათი განვითარების ეტაპებზე და ასევე მათ მნიშვნელობაზე სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში.
გასვლითი გაკვეთილი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, მოსწავლეებისთვის თავშესაქცევიც აღმოჩნდა. ბავშვები მუზეუმიდან ახალი ინფორმაციითა და ცოდნით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ