სიახლეები
სიახლეები

მორფოლოგია-ორთოგრაფიის, სინტაქსის, პუნქტუაციისა და სტილისტიკის საკითხები, რომლებიც ქართულის გამოცდისთვის აბიტურიენტებმა უნდა იცოდნენ
10-12-2023
-
+


2024 წლის აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ცვლილებები არ ელით. თუმცა, მომავალ აპლიკანტებს რჩევებს აძლევს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართულის ჯგუფის წარმომადგენელი ნაირა ცხვედიანი. 

აბიტურიენტებმა კარგად უნდა გაიხსენონ მორფოლოგია-ორთოგრაფიის, სინტაქსის, პუნქტუაციისა და სტილისტიკის საკითხები, რომლებიც საშუალო საფეხურზე აქვთ შესწავლილი აღნიშნული საკითხების კარგად ცოდნა მათ ტექსტის რექდატირების დაწერისას გამოადგებათ. რაც შეეხება თხზულების დაწერას, სპეციალისტი აპლიკნტებს მოუწოდებს მაქსიმალურად მოერიდონ შაბლონებისა და ტრაფარეტების, ლიტერატურული, ისტორიული და სხვა სახის პარალელების თვითმიზნურად გამოყენებას.

„ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდის  პროგრამასა და  ტესტის ფორმატში არაფერი შეცვლილა. გამოცდა წელსაც 3 დავალებისაგან შედგება. რედაქტირების დავალებით მოწმდება აბიტურიენტის გრამატიკული საკითხების ცოდნა და ენობრივი კომპეტენცია. ჩემი რჩევა იქნება, კარგად გაიხსენოთ მორფოლოგია-ორთოგრაფიის, სინტაქსის, პუნქტუაციისა და სტილისტიკის საკითხები, რომლებიც საშუალო საფეხურზე გაქვთ შესწავლილი, გაამთლიანოთ ეს ცოდნა და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ მართლწერის საკითხებს. რედაქტირების დავალება 16-ქულიანია. დავალებაში არ იქნება 16 შეცდომაზე მეტი, თუმცა, რამდენი შეცდომა იქნება ზუსტად, ტრადიციულად ამის შესახებ წინასწარ ინფორმაციას არ მოგაწვდით ისევ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე (შესაძლებელია, აბიტურიენტმა რომელიმე სიტყვის პარალელური ფორმა შეცდომად მიიჩნიოს, გაასწოროს და შეცდომების დათვლის დროს ნამდვილი შეცდომა გამორჩეს). 
 
რაც შეეხება მეორე დავალებას - წაკითხულის გააზრებას - ის ამოწმებს, რამდენად  შეგიძლიათ ტექსტში  ინფორმაციის მოძიება, სწორი დასკვნების გამოტანა, საკითხის განზოგადება და ა. შ. დავალება 10-ქულიანია და მისი სწორად შესრულება შემდგომ ტექსტის ადეკვატურად გაგებასა და თხზულების დაწერაშიც დაგეხმარებათ (არ დაგავიწყდეთ, რომ იმ ტექსტის წაკითხულის გააზრება  გააკეთოთ, რომლის მიხედვითაც შემდეგ წერით დავალებას შეასრულებთ). 
 
როგორც იცით, ტესტში მოცემულია ორი ტექსტი. არჩევანი პროზაულ და პოეტურ ტექსტებს შორისაა გასაკეთებელი. ჩემი რჩევაა, წინასწარ არ განეწყოთ, რომ რომელიმე ტექსტის (მაგალითად, პოეტური ტექსტის) მიხედვით თხზულებას არ დაწერთ.  შესაძლებელია, გამოცდაზე თქვენთვის საინტერესო სწორედ ის საკითხი აღმოჩნდეს, რომელიც პოეტური ტექსტის მიხედვით უნდა გაანალიზდეს - შესაბამისად, ბევრად გაგიმარტივდეთ კიდეც მასზე მსჯელობა. ამიტომ მეცადინეობის დროს უმჯობესია ორივე სახის ტექსტზე იმუშაოთ. მოგეხსენებათ, ამ ორი დავალებიდან ერთ-ერთი თქვენ მიერ სასკოლო პროგრამით იქნება შესწავლილი, მეორე კი უცნობი ტექსტია.  ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მომზადების დროს თავი აარიდოთ საპროგრამო ტექსტების საფუძვლიანად შესწავლას იმ იმედით, რომ გამოცდაზე უცნობი ტექსტის მიხედვითაც კარგად დაწერთ. თუკი ზოგადად არ გეცოდინებათ ტექსტში საჭირო ინფორმაციის მოპოვება,  დაჯგუფება, ანალიზი და არგუმენტირება, თხზულების დაწერა გაგიჭირდებათ. ამიტომ აუცილებელია, პირველ რიგში, საპროგრამო ტექსტების მიხედვით ისწავლოთ  თქვენი მოსაზრებების ჩამოყალიბება, მსჯელობა და დასაბუთება. როცა ამ მხრივ გაიწაფებით, უცნობ ტექსტზე მუშაობაც ბევრად გაგიადვილდებათ. ასევე გირჩევთ, მაქსიმალურად ერიდოთ შაბლონებისა და ტრაფარეტების, ლიტერატურული, ისტორიული და სხვა სახის პარალელების თვითმიზნურად გამოყენებას. პარალელები, რომლებიც ორგანულად არ დაუკავშირდება განსახილველ საკითხს, შეფასების დროს გათვალისწინებული არ იქნება“, - აღნიშნავს ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წარმომადგენელი ნაირა ცხვედიანი.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება