სიახლეები
სკოლები

ჯვარას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა შთამბეჭდავი ღონისძიებით გააცილეს
28-11-2023
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მასწავლებელთა ხელმძღვანელობით, სკოლაში, არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება, რომელებშიც ბავშვები დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა, სადაც ბავშვებმა მრავალფეროვანი და საინტერესო ნომრები წარადგინეს.

„სასიამოვნო განწყობით აღფრთოვანებული ყველა მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი შემოდგომას ემშვიდობება“, - გვიყვებიან სკოლაში.

სკოლის გარემო მოსწავლე-მასწავლებლებმა შთამბეჭდავად „შემოდგომის ფერებში“ მორთეს, რამაც იქ მყოფ თითოეულ ადამიანს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

„სხვადასხვა პეიზაჟი, ხილ-ბოსტნეული, ხეხილის ბაღის ინსცენირება, აგუზგუზებული ბუხარი და ბუხრის წინ საინტერესო აქტივობებით დატვირთული გარემო ერთობ სახალისო გრძნობას აღვიძებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბავშვებმა აღნიშნულ ღონისძიებაზე, როგორც გვიყვებიან, ჩურჩხელებიც ამოავლეს და თათარა საკუთარი ხელით მოადუღეს.

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიამით ჩაერთნენ.

სკოლაში მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს აღნიშნული დღისთვის მადლობას უხდიან.

„ბედნიერი შობა ახალი წელი გეზეიმოთ ასე მშვენივრად და ლამაზად, როგორც ეს ღონისძიება ჩაატარეთ. ვამაყობ თქვენით ჩემო კოლეგებო, აღსაზრდელებო და მშობლებო“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

მასწავლებლების საყურადღებოდ - ბოლო საგნის გამოცდის ტესტები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

სიახლეები
საზოგადოება