მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. აქტივობებითა და სხვადასხვა რესურსით გაჯერებული გაკვეთილები მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად სახალისოა, რაც მათ მოტივაციაზე დადებითად აისახება.
X კლასის მოსწავლეებმა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების შესწავლა წარმატებით დაამთავრეს, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მიღწევებით თავადაც კმაყოფილები არიან.
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მათთვის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ შესწავლა.
ნაწარმოების მიხედვით მოსწავლეებმა კედლის გაზეთი დაამზადეს. მეათეკლასელებმა კედლის გაზეთზე მეათე საუკუნის უმნიშვნელოვანესი ქართული ლიტერატურული ძეგლის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაიტანეს, უკვე ნასწავლი განიმტკიცეს და ბევრი ახალი დეტალიც აღმოაჩინეს.
კედლის გაზეთზე მუშაობა მოსწავლეებისთვის გარდა სასწავლო-შემეცნებითისა თავშესაქცევიც აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა წამოთქვეს ლექსები, იმღერეს ინგლისურ და გერმანულ ენებზე