სიახლეები
სიახლეები, სკოლები

თბილისის N94 საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეთა შეფასების განსხვავებული მოდელი წარმატებით დანერგა - „ესგ-ში ცვლილებები ბევრმა არასწორად გაიგო“
28-11-2023
-
+


განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, მათ შორის გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტების - შემაჯამებელი, საკლასო და საშინაო დავალებების სავალდებულოობა; ასევე ესგ-ში აღარ ჩაიწერება კლასის დამრიგებლებისა და კათედრების ვალდებულებები - მათ სკოლა თავად განსაზღვრავს და კიდევ ერთი ცვლილება მოსწავლეთა ცოდნის დონის შეფასებას შეეხება, მინისტრის განმარტებით, მე-6, მე-9, მე-12 კლასებში დიაგნოსტიკური შეფასება დაინერგება... არის თუ არა რეალურად ეს ცვლილებები სკოლებისა და პირველ ყოვლისა, მოსწავლის ინტერესებზე მორგებული, აპირებენ თუ არა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები შეფასების სისტემის შეცვლას თუ დარჩებიან არსებულ მოდელზე? Etaloni.ge-ს ჯამბულ წურწუმიას სახელობის, თბილისის N94 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი ნინო გახარია ესაუბრა.

- პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ მეტი ავტონომიურობაა ამ ცვლილებებით სკოლებისთვის; წლებია, ნებისმიერი დირექტორი, მასწავლებელი, მოსწავლე თუ მშობელი ვთანხმდებოდით, რომ გარკვეული ტიპის ავტონომიურობა სკოლას სჭირდებოდა, რაც მოგვცეს კიდეც...

სამწუხაროა, რომ ბევრმა არასწორად გაიგო ამ ცვლილებების იდეა, შინაარსი და ეს არ ნიშნავს საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებების გაუქმებას. საუბარია შეფასების კომპონენტებზე და სკოლა აქაც თავისუფალია არჩევანში - თუ უნდა, არსებულ სისტემას დატოვებს ან თავად განსაზღვრავს საკუთარ მოსწავლეებსა თუ სკოლაზე მორგებულ შეფასების სისტემას.

- თქვენ, როგორც სკოლის ხელმძღვანელი, რა გადაწყვეტილებას მიიღებთ?

- სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის ეს ახალი არ არის - ჯერ კიდევ სასწავლო წლის დასაწყისში მივმართეთ სამინისტროს თხოვნით - შეგვეცვალა შეფასების მოდელი, რომლის მიხედვითაც თემის ცოდნის ხარისხს შევამოწმებდით მოსწავლეებში არა მხოლოდ ერთი შემაჯამებლით, არამედ კომპლექსურად, სხვადასხვა აქტივობების (ზეპირი თუ წერითი) ერთობლიობის საფუძველზე. მარტივად რომ გითხრათ - შემაჯამებელი კომპონენტის ნაწილი აბსოლუტურად განსხვავებულ ფორმატზე მოვარგეთ და უნდა აღვნიშნო, ძალიან დიდი შრომა გაწიეს სასწავლო წლის დასაწყისში კათედრებმა, პედაგოგებთან ერთად. ყველა პარალელური კლასი შეთანხმებულია ერთ კურიკულუმზე, ცალკე გვაქვს კომპლექსური დავალების განმავითარებელი შეფასების რუბრიკა და ცალკე გვაქვს თემის განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა.

გარდა ამისა, მოსწავლის შეფასების ობიექტურობას შეამოწმებს ვერიფიკატორი - მას მასწავლებლები წარუდგენენ შეფასების კრიტერიუმებს, პირობას, კომპლექსური დავალების დაკვირვების ფორმას...

- ქალბატონო ნინო, გულწრფელად მითხარით - მოსწონთ თქვენს მოსწავლეებს შეფასების ასეთი სისტემა?

- ბავშვების უმრავლესობა ძალიან კმაყოფილია, რადგან ჩვენი შეფასების სისტემა შინაგან მოტივაციაზეა აგებული.

- კათედრების მუშაობა ახსენეთ... არადა მათი და დამრიგებლების ფუნქციებიც აღარ დაკონკრეტდება ესგ-ში.

- იცით, გარდა ესგ-ს სტანდარტისა უამრავი სხვა ფუნქცია ჰქონდა დამრიგებელს სკოლის შინაგანაწესისა და კულტურიდან გამომდინარე... ფაქტია, ყველა სკოლას ინდივიდუალური საჭიროება, ინდივიდუალური კულტურა აქვს და თავისუფლად შეუძლია განსაზღვროს საკუთარი პრიორიტეტები.

- მინისტრმა ისიც დააანონსა, რომ მე-6, მე-9 და მე-12 კლასებში სადიაგნოსტიკო შეფასება დაინერგება...

- ჩვენ მე-9 კლასში ისედაც გვქონდა გამოცდები, თუმცა მივესალმები, თუ ტესტირება სხვა კლასებსაც შეეხება.

ზოგადად კი, შეფასების სისტემისა და სხვა ცვლილებებმა ყველა კლასის მასწავლებლები ერთმანეთთან დასვა სტანდარტებსა და შეფასების რუბრიკებზე სამსჯელოდ, რაც ძალიან კარგია - კათედრების მუშაობა თუ ურთიერთთანამშრომლობა სკოლაში უნდა იყოს და თითოეული მასწავლებელი სხვა გზით არ უნდა მიდიოდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პედაგოგმა ინდივიდუალიზმი დაკარგოს. თამამად ვიტყვი, ჩვენ ეს შევძელით, ოღონდ დიდი შრომის ფასად.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგამოცდო ტესტი ცნობილია - აბიტურიენტების საურადღებოდ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნდა

„უფასო ფაკლუტეტების“ სია დამტკიცდა - მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

ფაქტი იყო, გამოცდა ყველანაირი მოცემულობით უნდა დაეწერა, ამიტომ, ფეხსაცმელი ნაგვის ურნაში, დანანების გარეშე, მოისროლა და გამოცდაზე გაიქცა



პიროვნება
სკოლები

ბავშვებმა დაათვალიერეს ქუთაისი, ესტუმრნენ ბაგრატის ტაძარსა და სათაფლიას

ყარაჯალას საჯარო სკოლა ღონისძიებას აქტიურად შეუერთდა

მარაბდის საჯარო სკოლამ ამ ნაბიჯით კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქა პატარებს


ფარის საჯარო სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი ერთადერთ კურსდამთავრებულს ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრობს

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება