სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონში“ მიღწეული წარმატება ჩემთვის დიდი მოტივაციაა“- თეთრიწყაროსა და თელავის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ
29-11-2023
-
+


საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მოსწავლეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ერთვებიან. მათ იციან, რომ ტრადიციადქცეულ კონკურსში ცოდნის გამოვლენა და დიდი წარმატების მიღწევა შეუძლიათ. ამჯერად, დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2023 წლის თეთრიწყაროსა და თელავის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ. 

➤ „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე მარიამ ჩოხელი

➤ „თელავის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ნაფარეულის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე გიორგი ბერაშვილი

სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 

ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 24 ოქტომბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-ს სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და „ეტალონი მოსწავლეები“ ესაუბრნენ.

გიული ზაქაიძე, თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლისთვის, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია. მარიამის წარმატება მოსალოდნელი იყო, რადგან ნიჭიერი, მონდომებული მოსწავლეა, ყოველთვის ეძებს სიახლეებს. თავად კონკურსს დადებითად შევაფასებდი, მისაღები პროექტია. მესამე ეტაპი რომ live ფორმატში იმართება, ეს კარგია, მომწონს. ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი და მეორე ეტაპი სკოლაში დიდი პასუხისმგებლობით, ობიექტურად გავმართეთ, მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობდნენ. ვიცოდი, რომ მარიამს „ეტალონში“ კარგი შედეგი ექნებოდა. 

ნინო ამურველაშვილი, თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის პედაგოგი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩვენი სკოლის მოსწავლის ასეთი წარმატება ნამდვილად ძალიან გვახარებს. მიმაჩნია, რომ ამ კონკურსში მოსწავლეებს ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენა შეუძლიათ. რაც შეეხება მარიამს, ის ძალიან ნიჭიერი და მონდომებული ბავშვია, გაკვეთილისთვის ყოველთვის მომზადებულია, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა აქვს, ვიმედოვნებ, რომ მესამე ეტაპზეც წარმატებით იასპარეზებს. 

მარიამ ჩოხელი, თეთრიწყაროს „ეტალონი მოსწავლე“:

თავდაპირველად, უნდა აღვნიშნო, რომ არ მეგონა, თუ „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს მოვიპოვებდი, მიღწეული წარმატება კი ჩემთვის დიდი მოტივაციაა. კონკურსის ფორმატი და ტესტები მომეწონა, რადგან საინტერესო კითხვები. რაც შეეხება ფინალურ ეტაპს, ამისთვის მომზადება უკვე დავიწყე. საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ დადებითად შევაფასებდი. მასში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ყველა მოსწავლეს ვურჩევ. ეს მათთვის მოტივაცია იქნება, რათა მეტი ისწავლონ და ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიონ. 

ნატალია ბერიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლის დირექტორი:

თითოეული წარმატებული მოსწავლე ქვეყნის ძლიერების ფუნდამენტია. ჩვენი სკოლის მოსწავლეების წარმატებამ ძალიან გაგვახარა. თელავის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი ბერაშვილმა მოიპოვა. გიორგი გამოირჩევა სიმშვიდით, თავმდაბლობით, თავაზიანობით, კრიტიკული აზროვნების უნარითა და მაღალი ინტელექტით. ვუსურვებ წარმატებას ცხოვრების ყველა ეტაპზე, საკუთარი თავისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

მარი ვახვახიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლის პედაგოგი:

ვფიქრობ, „ეტალონი“ საჭირო და საინტერესო ინტელექტუალური თამაშია, რომელიც მოსწავლეებს ბევრ საჭირო უნარ-ჩვევას უვითარებს, მოსწავლეები მეტად თავდაჯერებულნი და მოტივირებულნი ხდებიან. ჩვენი სკოლიდან კონკურსში მონაწილეობის მიღების სურვილი ბევრმა მოსწავლემ გამოთქვა და წარმატებაც მოიპოვეს. ნაფარეულის საჯარო სკოლის მე-8 კლასიდან ათეულში მოხვდა მოსწავლე ორი: ქეთევან ჭაბაშვილი და დავით სესიაშვილი, ხოლო პირველი ადგილი გიორგი ბერაშვილმა დაიკავა.
ეს ფაქტი ჩვენი სკოლისთვის სასიხარულო და საამაყოა. გიორგი მიზანდასახული, მოტივირებული მოსწავლეა, ყოველთვის მზადაა მიიღოს ახალი გამოწვევები და წარმატებითაც ართმევს თავს.

გიორგი ბერაშვილი, თელავის „ეტალონი მოსწავლე“:

კონკურსის პირველ და მეორე ეტაპებში 85-85 ქულა მივიღე. როდესაც პირველი ტესტი დავწერე და ქულა დავინახე, საკმაოდ გამიხარდა. შემდეგ კი თელავის „ეტალონი მოსწავლე“ გავხდი, რითაც ძალიან გახარებული ვარ. რაც შეეხება კონკრეტულად კითხვებს, ჩემი აზრით, უფრო მეტად ზოგად ცოდნას მოითხოვდა. ფინალისთვის მომზადება მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ დავიწყე, ყოველ საღამოს ვკითხულობ სხვადასხვა ლიტერატურას. 


ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სახელმწიფო სასწავლო გრანტების ოდენობა ცნობილია - მთავრობის დადგენილება

იცოდით, რომ „პასკა“ გრამატიკულად არასწორი ფორმაა? - საინტერესო დეტალები სააღდგომო ტკბილეულის შესახებ და სწორი ფორმა

ანაზღაურება სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნდება აკადმიკოსებისა და აკადემიის წევრ-კორესპონდენტებისთვის

დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა
სკოლები

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ისაუბრეს მეფეთა მეფის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ

მეშვიდეკლასელების მიერ დაწერილმა ესეებმა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებში დიდი მოწონება დაიმსახურა

კონკურსში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ საგანმანათლებლო და შემეცნებითი, არამედ სახალისოც აღმოჩნდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: მარიამ კარკაძე და თამარ კობახიძე, მუსიკალური გაფორმება კი ეკუთვნის პედაგოგ თამილა გიგატაძეს

„ისტორიის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქის აღზრდა სკოლის, მასწავლებლის მთავარი მიზანია“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება