მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახავრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში 2023 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან ახალი ხედვის დანერგვა დაიწყება, რომელიც მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას უკავშირდება.
მისი თქმით, მასწავლებლის პროფესიული განვითარება ფილოსოფიურად იცვლება.
„თქვენ იცით, მასწავლებლების მიმართულება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ. როგორც მათი კარიერული და პროფესიული განვითარება, ისე სახელფასო პოლიტიკა და ის გამოწვევები, რომელიც მათ ირგვლივ არის.
შემიძლია გითხრათ, რომ ჩამოვაყალიბეთ ახალი ხედვა და მიმართულება, რომელიც შემდგომი წლიდან დაიწყებს განხორციელებას. ფილოსოფიურად გვინდა შევცვალოთ მასწავლებლის პროფესიული განვითარება. შესაბამისი სსიპ-ის მიდგომები და სერვისები, რომელიც დღეს მასწავლებელთა სახლს გააჩნია. ეს არის და იქნება, პირველ რიგში მასწავლებლის ინტერესებზე მათ საჭიროებებზე დაფუძნებული პროფესიული განვითარება და არა იმ ტრენინგმოდულების შეთავაზება რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვანია, თუმცა რიგ შემთხვევებში თავის შედეგებს ვერ აღწევს. ახლა, დროა, მოვუსმინოთ მასწავლებლებს, რადგან სკოლამ და მასწავლებლებმა უკეთ იციან რა სჭირდებათ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
„ყველა სასკოლო სტანდარტი განახლდება, სახელმძღვანელოებში მასწავლებლების მოსაზრებას გავითვალისწინებთ“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.