სიახლეები
სკოლები

ბევრი თეთრი პერანგი და ფლომასტერები - თბილისის 23-ე საჯარო სკოლის „ბოლო ზარი“
18-05-2018
-
+


თბილისის ქუჩებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდების სიმრავლე შეინიშნება. ისმის ფოტოაპარატების ჩხაკუნი და ხმამაღალი სიცილი. მათი სიხალისე და ჟრიამული გადამდებია, მაგრამ შიგადაშიგ ცრემლიან თვალებსაც შეამჩნევთ. 

ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი მიზეზითაა გამოწვეული - დღეს საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი ირეკება. 

ბოლო ზარი მეთორმეტეკლასელებისთვის დაირეკა თბილისის N23 საჯარო სკოლაში. 

სკოლის მოსწავლეებმა აწ უკვე კურსდამთავრებულებს პატარ-პატარა სიურპრიზები მოუწყვეს. სკოლა სხვადასხვანაირი კედლის გაზეთებით, პოსტერებით, სახალისო ნახატებით მორთეს. დაამზადეს წერილებიც, სადაც უფროსკლასელებს თავიანთი სურვილები ჩაუწერეს. 

სკოლაში სასიამოვნო განწყობა სუფევდა. ფლომასტერებით და მარკერებით შეიარაღებული მოსწავლეები ხატავდნენ მეგობრების პერანგებზე, უწერდნენ მილოცვებს, ხუმრობდნენ, ხალისობდნენ. 

ბოლო ზარი ისეთი დღეა, რომელიც მეთორმეტეკლასელებს ბავშვობას ახსენებს, ხოლო პატარები პირიქით - სწორედ ბოლო ზარზე ოცნებობენ. 

სკოლაში გატარებული დღეები გაიხსენეს Etaloni.ge-სთან საუბრისას მეთორმეტეკლასელებმა. 

„პირველ რიგში, ყველას ვულოცავ სკოლის დამთავრებას და ვუსურვებ წარმატებებს და მიზნების მიღწევას. 23-ე საჯარო სკოლაში სწავლა ძალიან დიდი გამოცდილება იყო და დადებითი ემოციებით ვტოვებ სკოლას. ყველასთან გვქონდა კარგი ურთიერთობა და ცოტათი გულიც კი მწყდება. მომავალ თაობას კი ვუსურვებ უფრო მეტ მიზანსწრაფულობას და აქტიურობას,“ - აღნიშნა ელენე შაფათავამ. 

ნიკა ზუბიაშვილი
თავის მომავალ მიზნებზე გვესაუბრა: „აქ გატარებული ყოველი წუთი მუდამ მემახსოვრება, იმდენად საოცარი მასწავლებლები მყავდა. ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალში, რა თქმა უნდა, სწავლის გაგრძელებას ვაპირებ, ინფორმატიკაზე ვაბარებ“. 

სკოლის დირექტორმა მაგდა ბარამიძემ მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა:

„დღეს ბოლო ზარია და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის. მოსწავლეებს ვუსურვებ სიხარულს, მიზნების მიღწევას, წარმატებებს როგორც პირადში, ასევე კარიერაში. ეჭვიც არ მეპარება, რომ მათი სახელი საქვეყნოდ გახდება ცნობილი.“

თეთრი პერანგები საღამოსკენ ფერად, სურვილებით აჭრელებულ უბის წიგნაკად გადაიქცევა, რომელსაც წლები ვერაფერს დააკლებს. 

მოსწავლეებს კი ჯერ საატესტატო, შემდეგ კი ეროვნული გამოცდები ელოდებათ. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალი გათიშულია - 8 იანვარს შეტანილი მონაცემები არ აისახება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებლებისთვის! -  თუ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები ჯერ არ მოგიწესრიგებიათ 

1250-650 და 500 ლარს სტუდენტები მიიღებენ - მაგისტრანტებს ფულადი წახალისება არ ეხებათ  - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა კოსტიუმი და მეტად გაახალისეს და გაამრავალფეროვნეს გარემო

წინასაახალწლო პერიოდმა სკოლაში ძალიან მხიარულად ჩაიარა

ეს დღე თითოეული მათგანისთვის დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება