სიახლეები
სიახლეები

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრსა და კერამიკის საწარმოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
29-11-2023
-
+


ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრი სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს. 

14 ნოემბერს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ფიფია მეგობართან - ერეკლე სამუშიასთან ერთად ზუგდიდში არსებულ კერამიკის საწარმოს - სტუდია „ორკოლს“ ეწვია. გიორგი ფიფია სტუდიის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე კულტურულ - საგანმანათლებლო საქმიანობა დაიგეგმა - უახლოეს ხანებში მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 

„ორკოლი“ არის კერამიკული სახელოსნო, რომელიც მხატვარ-კერამიკოსმა რობერტ აბსანძემ დაარსა და ოცდაათ წელზე მეტია ქმნის ადგილობრივი კოლხური თიხისაგან დეკორატიულ-მხატვრულ ნივთებსა და ყოველდღიური მოხმარების ჭურჭელს.

როგორც ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრში გვეუბნებიან, „ორკოლის“ უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ აქ მზადდება ეკოლოგიურად სუფთა თიხის ჭურჭელი, მისი თითოეული ორნამენტი თუ დეტალი მუშავდება ხელით, შექმნილია ქართულ ტრადიციულ მოტივებზე და გამოირჩევა ორნამენტების მრავალფეროვნებით. „ორკოლში“ შესაძლებელია რობერტ აბსანძეს ნამუშევრების გალერიის დათვალიერება, მზა ნაკეთობების ადგილზე შეძენა, კოლხური თიხის უნიკალურობისა და თიხის დამუშავების ეტაპების გაცნობა.

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

თეონა მეგენეიშვილმა, თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა

მოსწავლეებმა თავისი მცირედი წვლილი შეიტანეს ეკოლოგიურ პრობლემებთან ბრძოლაში

„ეს სიმბოლური აქცია არ იყო მხოლოდ კვერცხების შეგროვება – ეს იყო გულისხმიერების გაკვეთილი“
 
 

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება