სიახლეები
სიახლეები

რაჭაში მეცხოველეობის ავტორიზებული პროფესიული პროგრამები დაინერგება
29-11-2023
-
+


„ბლაუენშტაინ ედუ“, კოლეჯ „ერქვანის“ ბაზაზე, USAID-ის პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" თანამშრომლობის ფარგლებში შვეიცარიული სტანდარტის, ავტორიზებულ  პროფესიულ პროგრამებს დანერგავს, მეცხოველეობისა და ხორცის დამუშავების მიმართულებით.

რაჭაში, Blauenstein-ის საფერმე მეურნეობის ტერიტორიაზე, სოფელ შარდომეთში მხარეებს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.

პარტნიორობის  ხელშეკრულებას,მეცხოველეობის განვითარება საქართველოს რეგიონებში პროექტის ფარგლებში,  ხელი მოაწერეს USAID-ის პროგრამისდამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვისდირექტორმა, დევიდ ბლოდმა და Blauenstein Edu- დირექტორმა, თათია არაბიძემ

ასევე, ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება Blauenstein Edu-სა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს შორის

პროგრამის  მიზანია საქართველოში დაინერგოს  მეცხოველეობისა და ხორცის წარმოების  თანამედროვე სასწავლო კურსები და შეიქმნას ღირებული დასაქმების შესაძლებლობა. ასევე,  მეცხოველეობის სფეროში მოხდეს ისეთი სამუშაო ძალის განვითარება, რომელიც კერძო სექტორის საჭიროებებს დააკმაყოფილებს და საერთაშორისო სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს USAID-ის,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კოლეჯ „ერქვანის“, Blauenstein-ის,  გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა. 

„პროექტის ფარგლებში განხორციელდება ორი გრძელვადიანი და ხუთი მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სწავლების პირველი ეტაპი დაიწყება 2024 წლის ოქტომბერში, 2 წლის განმავლობაში კი  270-მდე სპეციალისტი მომზადდება და გადამზადდება, ავტორიზებული პროფესიული პროგრამები და სახელმძღვანელოები შვეიცარიელი (School of Agricultural, Forest and Food Sciences (HAFL) და Schweizer Fleisch-Fachverband (SFF)) ექსპერტების ჩართულობით მომზადდება - აცხადებს „ბლაუენშტაინ ედუს“ დირექტორი, თათია არაბიძე.

„მოხარული ვარ დავესწრო დღეს, რაჭაში, USAID-ის პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" „ბლაუენშტაინ ედუსა“ და კოლეჯ „ერქვანთან“ პარტნიორობის გაფორმების ღონისძიებას, რომელიც მოიცავს  შვეიცარიული სტანდარტის, ავტორიზებული  პროფესიული პროგრამების დანერგვას, მეცხოველეობის მიმართულებით. ახალი პროფესიული პროგრამების დანერგვა ხელს შეუწყობს აგრობიზნესის განვითარებას და შექმნის რეალურ სამუშაო ადგილებს ახალგაზრებისთვის რაჭასა და მთელს საქართველოში“ - ამბობს USAID-ის პროგრამის “დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის” დირექტორი, დევიდ ბლოდი.

„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი“ მრავალი წელია მხარს უჭერს სხვა და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის პრიორიტეტული არის  პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამების დანერგა და განვიათრება. მოხარული ვართ, რომ „ბლაუენშტაინ ედუ“, კოლეჯ „ერქვანის“ ბაზაზე, დანერგავს ახალ პროფესიულ პროგრამებს მეცხოველების მიმართულები, ახალი პროფესიული კურსების დანერგვა ხელს შეუწყობს ახალგაზრების სწავლებას და დასაქმებას რაჭისა და მთლიანად საქართველოში - აცხადებს „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი.

USAID-ის პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” მიზნად ისახავს დამსაქმებლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას, კერძო სექტორთან თანამშრომლობით სატრენინგო პროგრამების შემუშავებას ეკონომიკის ზრდადი სექტორებისთვის, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობასა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სამუშაოს მაძიებლებისთვის.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

თეონა მეგენეიშვილმა, თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება