სიახლეები
სკოლები

„პეიზაჟი ფერწერულ ხელოვნებაში“ - ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში საინტერესო ინტეგრირებული პროექტი განხორციელდა 
29-11-2023
-
+


ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში გარდა იმისა, რომ მოსწავლეები იღებენ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მათ შემეცნებით-კულტურულ განვითარებას, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წახალისებას, ხელოვნების მიმართ სწორი დამოკიდებულების ფორმირებას. 

ახლახან, წარმატებით განხორციელდა გეოგრაფიისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ინტეგრირებული პროექტი - „პეიზაჟი ფერწერულ ხელოვნებაში“. 

პროექტი გეოგრაფიის მასწავლებლის - ნარგიზ ქათამაძისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგ ნონა შუშანიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები აჭარის მუზეუმს ესტუმრნენ. იქ წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშები დაათვალიერეს და მონაწილეობა მიიღეს მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში - „პეიზაჟი“. 

გარდა იმისა, რომ მოსწავლეები ხელოვნების ნიმუშებით დატკბნენ, ბევრი რამ შეიტყვეს იმ გეოგრაფიული ადგილების შესახებ სადაც ესა თუ ის პეიზაჟია დახატული და ადგილმდებარეობაა გამოსახული. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

განათლების სამინისტრომ 6 თვეში facebook-ის გვერდზე რეკლამების განთავსებისთვის 35 ათას ლარზე მეტი დახარჯა
პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება