სიახლეები
სკოლები

ბათუმის N20 საჯარო სკოლაში ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული გაიმართა
29-11-2023
-
+


ბათუმის N20 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს როგორც საკუთარი, ისე სხვების უფლებების პატივისცემას და თანასწორუფლებიანობის დაცვას ასწავლიან. 

ახლახან სკოლაში ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული გაიმართა. 

კვირეული ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და მასში აქტიურად იყვნენ ჩართული უკრაინული სექტორის საშუალო საფეხურის მოსწავლეებიც.

კვირეულის ფარგლებში სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ნინა მოროზმა ჩაატარა საჩვენებელი გაკვეთილი ქალთა მიმართ ძალადობისა და მათ უფლებების შესახებ.

მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები და წარმოადგინეს საინტერესო თემები ქალთა მიმართ ძალადობის და მისი აღმოფხვრის შესახებ.

სკოლამ მოიწვია არასამთავრობო ორგანიზაციის World Vision Georgia წარმომადგენლები, რომლებმაც მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩაატარეს საჯარო ლექცია.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კვირეულის მიზანი იყო მოსწავლეებში თანასწორუფლებიანობის პრინციპის განმტკიცება, კრიტიკული აზროვნების განვითარება, რომელიც შემდგომში ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების გაზრდას და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას.

„დიდი მადლობა ღონისძიებაში ჩართულ მოსწავლეებს და წარმატებებს ვუსურვებთ მათ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

განათლების სამინისტრომ 6 თვეში facebook-ის გვერდზე რეკლამების განთავსებისთვის 35 ათას ლარზე მეტი დახარჯა
პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება