სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეს ჩემთვის პირველი მნიშვნელოვანი წარმატებაა“- ხობის, ცაგერის და ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ
30-11-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ აქტიურად მიმდინარეობს. მასში მონაწილეობით, მოსწავლეებს ცოდნის გამოვლენა და დიდი წარმატების მიღწევა შეუძლიათ. ამჯერად, დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2023 წლის ხობის, ცაგერის და ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ. 

➤ „ხობის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ჭალადიდის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე გიორგი მესხია

➤ „ცაგერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ღვირიშის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ანი ტვილდიანი

➤ „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ვახანის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე დავით მაღრაძე

აღსანიშნავია, რომ ხობისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში პირველ და მეორე ადგილებზე გასულმა მოსწავლეებმა თანაბარი ქულები დააგროვეს, თუმცა ხობში გიორგი მესხიამ, ხოლო ხარაგაულში დავით მაღრაძემ კითხვებზე პასუხების გაცემას უფრო ნაკლები დრო მოანდომეს და შესაბამისად, თავიანთ მუნიციპალიტეტებში გამარჯვებაც სწორედ მათ მოიპოვეს. 

სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 

ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 24 ოქტომბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-ს სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და „ეტალონი მოსწავლეები“ ესაუბრნენ.

ტრისტან გუგავა, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საინტერესო კონკურსია. ჩემი აზრით, მასში მიღწეული წარმატება მოსწავლეებისთვის, მოტივაციის კუთხით, მნიშვნელოვანია - ეს მათთვის წამახალისებელია. „ეტალონში“ ანა ტვილდიანის წარმატება მთელ სასკოლო საზოგადოებას ახარებს. ის ძალიან კარგი მოსწავლეა, ნიჭიერი და მოწესრიგებული. რაც შეეხება ფინალურ ეტაპს, ამისთვის ვემზადებით, წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია.

ნანა გიორგობიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლის პედაგოგი:

ცაგერის „ეტალონი მოსწავლე“ ანა ტვილდიანი, მონდომებული, მოტივირებული, ნიჭიერი ადამიანია. გაკვეთილზე ძალიან ყურადღებითაა, უნდა, რომ ცოდნა გაიღრმაოს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ყოფა-ქცევის მხრივაც სანიმუშო მოსწავლეა. ზოგადად, ჩვენ ძალიან კარგი მოსწავლეები გვყავს, ყველა ერთმანეთს იცნობს და შეხმატკბილებულები არიან. ანა კომუნიკაბელური ადამიანია, ყველა მოსწავლესთან კარგი ურთიერთობა აქვს. ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონში“ აქტიურად ჩაერთნენ, ყველას გამარჯვება უნდოდა. მართლა ერთმანეთზე უკეთესი ბავშვები არიან, მაგრამ დროის ფაქტორიც გადამწყვეტია.

ანა ტვილდიანი, ცაგერის „ეტალონი მოსწავლე“:

არ ველოდი, თუ „ეტალონში“, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პირველ ადგილს დავიკავებდი. ცოტა რთული კითხვები იყო, ტესტირებისას ცოტა დაძაბული ვიყავი, მაგრამ კონკურსი მომეწონა, აქტიურად ჩავერთე - მივხვდი, რომ არ უნდა მენერვიულა და ტესტებს ასე უკეთ გავართმევდი თავს. როდესაც გავიგე, რომ პირველ ადგილზე გავედი, ძალიან ბედნიერი და გაოცებული ვიყავი. აღსანიშნავია, რომ კონკურსისთვის წინასწარ არ მოვმზადებულვარ, სკოლაში გვითხრეს, რომ „ეტალონი“ ტარდებოდა და იმ დღესვე უნდა გაგვევლო ტესტირება. ჩემთვის ეს პირველი მნიშვნელოვანი წარმატებაა, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ. ამ ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვას სხვა მოსწავლეებსაც ვურჩევდი, რადგან ძალიან საინტერესო კონკურსია. ვისაც უნდა, რომ ცოდნა გაიღრმაოს და შესაძლებლობები გამოავლინოს, ამისთვის „ეტალონი“ ძალიან კარგი საშუალებაა.

ნანა ქარციძე, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, მინდა, პროექტ „ეტალონის“ გუნდს, ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობისთვის, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ izrune.ge-შიც ბევრი მოსწავლე გვყავს ჩართული. ყოველთვის გვინდოდა, რომ „ეტალონში“ გაგვემარჯვა. შემდეგ განვსაზღვრეთ, რომ ეს დროის ფაქტორზე იყო დამოკიდებული, კონკურსისთვის მოსწავლეები სერიოზულად ემზადებოდნენ. „ეტალონი“ ძალიან ბევრ საშუალებას გვაძლევს, საინტერესო კითხვებია, დამატებითი სავარჯიშოები. კონკურსით მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები ძალიან კმაყოფილები არიან. რაც შეეხება გიორგი მესხიას, ის ძალიან მონდომებული, წარჩინებული მოსწავლეა, ბევრს კითხულობს, საკუთარ თავზე მუშაობს და ცოდნას იღრმავებს, ის ოქროს მედლის კანდიდატია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნამდვილად არ გაგვკვირვებია, რომ „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა. ეს არამხოლოდ მისი, არამედ სკოლისა და მთელი სოფლის გამარჯვებაა. უნდა აღვნიშნო, რომ ის ჩვენთვის უკვე გამარჯვებულია და იმედი გვაქვს, რომ ფინალურ ეტაპზეც წარმატებით იასპარეზებს.

ლალი ბანძელაძე, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი:

მოხარული ვარ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ არსებობს. ვთვლი, რომ მასში მონაწილეობა მოსწავლეებს უდიდეს მოტივაციას აძლევს. ჩვენი სკოლის მოსწავლეები კონკურსში აქტიურად ერთვებიან, მათ შორის ჯანსაღი კონკურენციაა. რაც შეეხება „ეტალონ მოსწავლეს“, გიორგი მესხია ძალიან მოწესრიგებული ადამიანია, ბევრს კითხულობს, ველოდი, რომ ამ პროექტში კარგ შედეგს დადებდა და წარმატებას მიაღწევდა. ამით, რასაკვირველია, ძალიან კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, რომ გიორგი მესამე ეტაპზეც წარმატებას მიაღწევს.

გიორგი მესხია, ხობის „ეტალონი მოსწავლე“:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მიღწეული წარმატებით ძალიან კმაყოფილი და გახარებული ვარ. ნამდვილად არ ველოდი, რომ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პირველ ადგილს დავიკავებდი. კონკურსისთვის წინასწარ არ მოვმზადებულვარ, ზოგადი ცოდნით გავედი. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის კითხვები არც ისე რთული იყო. მინდა, რომ ფინალურ ეტაპზე მაქსიმალური შედეგი ვაჩვენო. „ეტალონის“ ფორმატი მომეწონა და ხობის მუნიციპალიტეტში სხვა მოსწავლეებსაც მოვუწოდებდი, რომ მასში ჩაერთონ.

ნანა ინასარიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლის დირექტორი:

თავდაპირველად, უნდა აღვნიშნო, რომ „ეტალონი“ და მისი მსგავსი პროექტები მოსწავლეებისთვის საინტერესო და მამოტივირებელია. ამ კონკურსში ჩემი მოსწავლეები ყოველ წელს აქტიურად მონაწილეობენ, ძალიან ბევრი რეგისტრირდება. ამ მხრივ, გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა. როგორც თქვეს, მათთვის კითხვები საინტერესო და დაძლევადი იყო. ზოგადად, მე-11 კლასში ძალიან კარგი მოსწავლეები გვყავს, რამდენიმე ოქროს მედლის კანდიდატია, მათ შორის, „ეტალონი მოსწავლე“ დავით მაღრაძეც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არც გამკვირვებია, რომ დავითმა კონკურსში ასეთ წარმატებას მიაღწია. რაც შეეხება ფინალს, ვფიქრობ, კარგი შედეგი ექნება.

ლაური ღონღაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლის პედაგოგი:

ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან საინტერესო და კარგი კონკურსია. მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული შარშანაც ჩვენი სკოლის მოსწავლეს ერგო და წელსაც. ჩვენი სკოლის მოსწავლეების ასეთი წარმატება ძალიან გვახარებს. მათ „ეტალონში“ შესაძლებლობების გამოვლენა შეძლეს. ვფიქრობ, მათი წარმატება სხვა ბავშვებისთვისაც სტიმულია და კონკურსში მომავალშიც აქტიურად ჩაერთვებიან. დავით მაღრაძე მეთერთმეტეკლასელია, მას მეც ვასწავლი, ძალიან ნიჭიერი, მონდომებული ადამიანია, „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ნამდვილად იმსახურებდა. იმედი მაქვს, რომ ფინალშიც გვასახელებს და ჩვენი სკოლისა და მუნიციპალიტეტის სახე გახდება. ვფიქრობ, რომ „ეტალონში“ მიღწეული წარმატება ყველა მოსწავლისთვის მამოტივირებელია. სკოლაში ინტელექტუალური კლუბი გვაქვს, რომლის ხელმძღვანელიც მე ვარ, მასში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები არიან გაერთიანებული. ახლა კი, უფრო პატარებმაც გამოთქვეს სურვილი, მეკითხებიან, მომავალში თვითონაც ხომ შეძლებენ „ეტალონში“ მონაწილეობას. უნდათ, რომ კონკურსი სკოლაშიც ჩავატაროთ და ჩვენი სკოლის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვავლინოთ.

დავით მაღრაძე, ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლე“:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობა საინტერესო იყო, კარგ შედეგს ველოდი, მაგრამ არ მეგონა, თუ პირველ ადგილს დავიკავებდი. როდესაც გავიგე, რომ გავიმარჯვე, ძალიან გამიხარდა. ჩემთვის ტესტები საშუალო სირთულის იყო, რამდენიმე რთული კითხვაც იყო. კონკურსისთვის წინასწარ მოვემზადე, ძველი ვიდეო ჩანაწერები ვნახე. ვცდილობ, ფინალისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადო. დადებითი მოლოდინები მაქვს, ვფიქრობ, კარგ შედეგს ვაჩვენებ და ვნახოთ, რა იქნება. ჩემთვის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მნიშვნელოვანი წარმატებაა. მოტივაციაა, როდესაც შენი შრომის შედეგს ხედავ.


ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება