მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პარლამენტში, განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა სატელევიზიო სივრცეში „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნების საკითხი დააყენა:
„სკოლის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი მამოტივირებელი იყო შემეცნებითი გადაცემა - „ეტალონი“; გოჩა ტყეშელაშვილი გახლდათ წამყვანი და ავტორი... ახლა, როცა ასეთი განხილვებია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, იქნებ სამინისტრომ გაუწიოს ამ საკითხს კოორდინაცია და „ეტალონი“ დაბრუნდეს სატელევიზიო სივრცეში - მას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა მოსწავლეების მოტივაციისთვის“, - მიმართა მინისტრს დეპუტატმა.
გიორგი ამილახვარმა კი აღნიშნა, რომ ამ საკითხის საწინააღმდეგო არაფერი აქვს:
„რაც შეეხება „ეტალონს“, ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს... როგორც ვიცი, ასე, პირდაპირ არ ფინანსდებოდა სამინისტროს მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და იყო არხთან შეთანხმებით.
ეს კომპანია, მიმართულება და ეს პიროვნება [გოჩა ტყეშელაშვილი] სხვადასხვა გადამზადების თუ კონკურსების მოწყობის ტენდერში იღებს მონაწილობას და ჩემი ინფორმაციით, წელსაც გაუმარჯვია სხვა კონკურსანტებთან ერთად. არ მგონია, ეს აქ განსახილველი საკითხი იყოს, თუმცა შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ“, - განმარტა მინისტრმა.
ინფორმაციისთვის: „ეტალონის“ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დაბრუნებას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის 34.967 პედაგოგი ხელმოწერით ითხოვს. „ეტალონის“ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დაბრუნებას, საქართველოს რეგიონებში ტელეგადაცემა „ეტალონისადმი“ არსებული რეალური განწყობების გათვალისწინებით, ითხოვდა საქართველოს მე-8 მოწვევის 77 დეპუტატი და მე-9 მოწვევის 84 დეპუტატი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა
თეონა მეგენეიშვილმა, თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა