სიახლეები
სკოლები

„ჩვენ ტოლერანტები ვართ!“ - მინაძის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
29-11-2023
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ამ დღის მიზანია, კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება - სკოლაში ამ დღის აღნიშვნის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. 

რა თქმა უნდა, საერთაშორისო ღონისძიებას მინაძის საჯარო სკოლა შეუერთდა. განხორციელდა მცირე პროექტი - „ჩვენ ტოლერანტები ვართ“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა შეიტყვეს, რაოდენ დიდი ადგილი უკავია საქართველოს ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით და გააჩნია ტოლერანტულ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია.

პროექტის ფარგლებში მე-5 კლასის პედაგოგის - ანნა მერაბიშვილის ინიციატივით, ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები დამეგობრდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებთან. ერთობლივად განხორციელდა გასვლითი ღონისძიება რაბათის ციხეზე. მოსწავლეებმა ციხის ტერიტორიაზე წარადგინეს პრეზენტაციები. რაბათის დათვალიერების შემდეგ კი მოაწყვეს დისკუსია თემაზე - „რაბათი-ტოლერანტობის სიმბოლო“.

„აღვნიშნეთ, რომ რაბათი, სწორედ ტოლერანტობის სიმბოლოა. მე-5 კლასის მოსწავლეებმა - ბარბარე ბარძიმაძემ და ცოტნე მელიქიძემ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნეს პრეზენტაცია და წარუდგინეს სკოლის საზოგადოებას.

მე-9 კლასის მოსწავლე ლიზი ბარძიმაძემ წარმოგვიდგინა დამატებითი ფაქტები ტოლერანტობის შესახებ. პრეზენტაცია გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და სხვა კლასის მოსწავლეებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

ვფიქრობთ, აღნიშნული ღონისძიებით მცირე წვლილი შევიტანეთ ტოლერანტული მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

განათლების სამინისტრომ 6 თვეში facebook-ის გვერდზე რეკლამების განთავსებისთვის 35 ათას ლარზე მეტი დახარჯა
პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება