მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლაში, საინტერესო პროექტი - „მოგზაურობა წელიწადის თვეებში“, ხორციელდება.
ამჯერად, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა „იმოგზაურეს“ გიორგობისთვეში (ნოემბერი).
ბავშვებმა, თანატოლებს, მასწავლებლებს, უფროსკლასელებსა და ყველა დაინტერესებულ პირს გააცნეს ხალხური ლეგენდები დიდმოწამე გიორგიზე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ისაუბრეს წმინდა გიორგიზე, როგორც ძლევამოსილ, ზეციურ მხედარზე, ასევე როგორც მხედართა, მიწათმოქმედთა, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველზე.
აღსანიშნავია, რომ საინტერესო შეხვედრის დასასრულს, მოსწვალეებმა შთაბეჭდილებები ხეზე დატოვეს.
პროექტის ხელმძღვანელი, მასწავლებელი სალომე კახიძე გახლავთ.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა
შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს