მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლება მიეცა, გამოითხოვოს განატლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან ინფორმაცია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ, სადაც სწავლობდა აბიტურიენტი.
თავის მხრივ კი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას განესაზღვრსა ვალდებულება - ცენტრს ეს ინფორმაცია 5 დღის ვადაში მიაწოდოს.
„საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სასწავლო პროცესის შეფასებისა და სამინისტროსათვის რეკომენდაციების მიწოდებისათვის, აგრეთვე აბიტურიენტების შედეგებს შორის სხვაობების შესამოწმებლად ქალაქის, სოფლის, დაბის, მუნიციპალიტეტის დონეზე, ცენტრი უფლებამოსილია სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ, სადაც მიიღეს სრული ზოგადი განათლება აბიტურიენტებმა.
ასევე ცენტრი უფლებამოსილია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, დაცული ელექტრონული დოკუმენტის სახით სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მიაწოდოს შესაბამის წელს რეგისტრირებული აბიტურიენტების შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი და, არსებობის შემთხვევაში, პირადი ნომერი), ხოლო სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში იმავე ფორმით მიაწოდოს ცენტრს ინფორმაცია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ (დასახელება და მისამართი), სადაც მიიღეს სრული ზოგადი განათლება აბიტურიენტებმა.
ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებისთანავე ცენტრი უზრუნველყოფს მის შენახვასა და შემდგომ გამოყენებას პირთა იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით“, - ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ხელს აწერს განათლების მინისტრი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა
თეონა მეგენეიშვილმა, თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა