მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა.
სკოლას ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი 6 წლის ვადით მიენიჭა.
ეს დიდი წარმატება სკოლის დირექტორს ნანული ბოლქვაძესა და პედაგოგებს ოზურგეთის რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა მიულოცა.
თავის მხრივ დირექტორმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს და სკოლის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისა და თავდადებისათვის.
„ვფიქრობ, რომ ეს საზოგადო სიხარულია, საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირება, რომელიც მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა ნანული ბოლქვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში დაიდენფიტიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები
„წარმატებული სკოლის წარმატებული ლიდერი იუბილარია“
„მთავარია, მოსაბეზრებელი მასწავლებელი არ ვიყო“...
„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“
საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა