მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები ჩაატარეს.
აღნიშნულ თემაზე, მოსწავლეებმა ვიდეორგოლი მოამზადეს. აქტივობა მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები, მასწავლებლები და მოსწავლეები.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ასევე მე-12 კლასის მოსწავლე ქრისტინა ბენიძემ შექმნა საინტერესო ნახატი -„არა ფემიციდს“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის ფარგლებში, მრავალფეროვანი კედელის პანო შექმნეს ყოფილმა მოსწავლეებმა - ნიკა გამყრელიძემ, მარიამ კუჭავამ, თინათინ შერაზადაშვილმა, მარიკა კვირიკაშვილმა, მარიამ კირთაძემ, ქრისტინა ფორჩხიძემ, მონიკა მანაგაძემ, მარია ბერემ და ვანიკო მეფარიძემ.
ამ დღეს მიეძღვნა მე-7 კლასში, მოქალაქეობის გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებმა დახატეს ძალადობის საწინააღმდეგო პოსტერები, ასევე ლიზი ბენდელიანი კლასის წინაშე წარსდგა პრეზენტაციით, რომელშიც სრულად გააშუქა მსოფლიოში და საქართველოში არსებული პრობლემა.
ასევე გაიმართა დისკუსია და გაკვეთილის ბოლოს ყველამ ერთხმად დაგმო ძალადობა
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს მასწავლებელი მარინა თუთბერიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ვიდეო ბმულზე20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო