სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო-ფატი ფანჩულიძე გერმანიაში, საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო 
29-11-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო-ფატი ფანჩულიძე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში აქტიურადაა ჩართული და საინტერესო კონფერენციებს ესწრება.

ამჯერად, იგი, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში, საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის ეგიდითა და ჰანოვერში დაფუძნებული გერმანულ-ქართული სახლის მხარდაჭერით, მე-18 საუკუნის სამეფო ვილაში ჩატარდა.

ამ ორგანიზაციებსა და საქართველოს ემიგრანტებს შორის მიმდინარე წლის აგვისტოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და ნოემბრის მიწურულს უკვე განხორციელდა ეს  მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ლაიტმოტივად საერთაშორისო – საგანმანათლებლო პროექტის „პატრიოტი დიასპორელი“ პრაქტიკა გასდევდა.

აღნიშნულ კონფერენციაზე განიხილეს თემები: ქართული სკოლების საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის წარმატებული პრაქტიკის გაზიარება, მოტივირებული ლიდერის როლი, გერმანული განათლების სისტემის მახასიათებლები და თავისებურებები, ქართული საქმე საზღვრებს გარეთ, ინოვაციური სწავლების მეთოდები, სამომავლო თანამშრომლობითი პერსპექტივები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან გერმანიას სტუმრობდა 25 წარმატებული პედაგოგი. მათ შორის ორი სკოლის პატრიოტი წარმომადგენელი. წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორ ფაქიზო-ფატი ფანჩულიძესთან ერთად, კონფერენციაზე ასევე იმყოფებოდა მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის  N41 საჯარო სკოლის დამრიგებელი სოფო მეძველია.

მონაწილეებს ინგლისურენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ქართველმა პედაგოგებმა ბერლინი მოინახულეს.

კონფერენციას ჰანოვერში მასპინძლობდა „პატრიოტი დიასპორელის“ იდეის ავტორი და ხელმძღვანელი, გერმანულ-ქართული სახლის დაფუძნების ინიციატორი და აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ციბაძე და საერთაშორისო კონფერენციის ხელმძღვანელი საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის გენერალური დირექტორი მარი გეთიაშვილი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

მასწავლებლების საყურადღებოდ - ბოლო საგნის გამოცდის ტესტები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

სიახლეები
საზოგადოება