მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტივლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში გაწერილია სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამა. რა იცვლება საბავშვო ბაღების მიმართულებით მუნიციპალიტეტში? - დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გატარდება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის, სტანდარტების შესაბამისად დაიხვეწება სააღმზრდელო პროგრამა/ მეთოდოლოგია, მოეწყობა იფრასტრუქტურა (ეზო, შენობა ინვენტარი...), მოხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა...
„ასევე ბიუჯეტში გათვალისწინებულია ბაგა-ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა (სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება“, - ნათქვამია დადგენილებაში.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში სულ 1585 სკოლამდელი ასაკის ბავშვია რეგისტრირებული, ტერიტორიაზე განთავსებულ 23 საბავშვო ბაღში დღეის მდგომარეობით შესაძლებელია 781 ბავშვის სწავლება. ხოლო 804 ბავშვი მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს შესაბამისი მომსახურებით. ფუნქციონირებს 23 საბავშო ბაღი; სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულია 222 თანამშრომელი, მათ შორის 58 აღმზრდელი და 47 თანაშემწე.
რაც შეეხება ცვლილებებს, იგეგმება სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება და ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით