სიახლეები
სკოლები

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული მარიამ დობორჯგინიძე უნივერსიტეტშიც აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა
01-12-2023
-
+


ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლას არაერთი წარმატებული ახალგაზრდა აღუზრდია. სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მომავალი წარმატების საფუძველია. კურსდამთავრებულთა მიღწევები კი სკოლაში განსაკუთრებულად ახარებთ. 

ამჯერად, სკოლაში წარჩინებული კურსდამთავრებულის - მარიამ დობორჯგინიძის წარმატებას აღნიშნავენ, რომელიც უმაღლეს სასწავლებელშიც სამაგალითოა, მეორე წელია აკადემიური მიღწევებით გამოირჩევა და ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიას იგებს.

ახლახან, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამის - „ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“ ფარგლებში 2022-2023 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრის აკადემიური შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიანტები. მათ შორისაა ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული მარიამ დობორჯგინიძე, იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია, რომელიც უკვე მეორედ გახდა ამ პროგრამის გამარჯვებული, ამჯერად საგაზაფხულო სემესტრის აკადემიური შედეგებით.

გარდა ამ მიღწეული წარმატებისა, მარიამი პროგრამის - „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ სტიპენდიანტია, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შედეგით.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

განათლების სამინისტრომ 6 თვეში facebook-ის გვერდზე რეკლამების განთავსებისთვის 35 ათას ლარზე მეტი დახარჯა
პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება