მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შემოდგომა იწურება, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა წელიწადის ამ ერთ-ერთი უმშვენიერეს დროს ღონისძიება მიუძღვნეს.
ბავშვებმა შემოდგომა სიმღერის, ლექსებისა და საკუთარი ხელით შექმნილი მხატვრული ნამუშევრების ფონზე გააცილეს.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა შეასრულეს ძალიან საინტერესო და სახალისო ჯგუფური აქტივობები, რომლებიც მოზაიკების აწყობით დაგვირგვინდა.
ბავშვებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ღონისძიება დაგეგმა დაწყებითი კლასების მასწავლებელმა - სონია აპარიანმა. სკოლაში პედაგოგსა და მის მოწაფეებს საინტერესო ღონისძიების ჩატარებისთვის მადლობას უხდიან.
„მადლობა ჩვენს პატარებს და სონია მასწავლებელს გაწეული შრომისთვის და ულევი წარმატება მათ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა
შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს