სიახლეები
სკოლები

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში საყმაწვილო თეატრალური დასების ფესტივალის ჟიურის უმასპინძლეს
04-12-2023
-
+


ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის თეატრალური დასი აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. მათ შორის ჩართულია საყმაწვილო ფესტივალის - „პირველი ავტოგრაფის“ პროგრამაში. 

24 ნოემბერს, ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში უმასპინძლეს საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალ „პირველი ავტოგრაფის“ პროგრამის ფარგლებში კონკურსის ჟიურის საპატიო წევრებს -  ფესტივალის თავმჯდომარეს, რეჟისორ გია კიტიას, პოეტ ტარიელ ხარხელაურს, მსახიობი ნანული სარაჯიშვილს, მოსწავლე (თანატოლი ჟიური) მარიამ ხუჯაძეს.

ძვირფას სტუმრებს ფესტივალის გულშემატკივრებთან ერთად შეხვდნენ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესო შეხვედრა უაღრესად თბილ, უშუალო გარემოში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმრებმა სკოლის დასის სპექტაკლის აფიშაზე საკუთარი ავტოგრაფებიც დატოვეს. 

27 ნოემბერს კი ბათუმის წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის თეატრალური დასის მიერ შექმნილი სპექტაკლის ჩვენება გაიმართა. 

წარმოდგენა - „სპექტაკლის რეპეტიცია, ანუ ბოლო ზარი, იგივე ცისფერი ამბები“ ჯემალ ქარჩხაძის „მაღალი კაცის“ მიხედვით დაიდგა, ინსცენირების ავტორი კი მარინა ტალახაძე გახლავთ. 

მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამსწრეთა მოწონება და აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

განათლების სამინისტრომ 6 თვეში facebook-ის გვერდზე რეკლამების განთავსებისთვის 35 ათას ლარზე მეტი დახარჯა
პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება