მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ერთობლივი კონფერენცია: „STEM-STEAM-STREAM მიდგომები და გამოწვევები თანამედროვე სკოლაში“.
კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90-ე და ნიკო ჯაფარიძის დაბადებიდან 131-ე წლისთავს მიეძღვნა და სიმბოლურია, რომ აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა ნოემბრის თვეში - 8 ნოემბერი STEM-ის საერთაშორისო დღეა.
„STEM საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას და მათემატიკას და სწრაფად ინერგება თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში; მეტიც, ის თანდათან ვითარდება და დღეს აქტუალურია STEM/STEAM/STREAM განათლება, რომელიც ხელს უწყობს საკითხების უკეთ შემეცნებას ერთიან ჭრილში (ჰოლისტური მიდგომა), ცოდნის ორგანიზებას და შესაბამის ტრანსფერს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ:
• მურად ჯიშკარიანი, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი;
• შალვა კირთაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
• თეა ღვინიანიძე - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათისა და გელათის საჯარო სკოლების ფიზიკის და ტექნოლოგიების მასწავლებელი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი STEM-ის მიმართულებით, ზოგადი განათლების უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი ტექნოლოგიების მიმართულებით, სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის ტრენერი რობოტიკის მიმართულებით;
• მარინე რუსაძე- კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ქიმიის წამყვანი პედაგოგი;
• გენადი მარგველაშვილი- ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დირექტორი;
• მამულო ბუჭუხიშვილი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი;
• დავით ჯაფარიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი, ფიზიკის დოქტორი. აღსანიშნავია, რომ ბატონი დავით ჯაფარიძე არის ნიკო ჯაფარიძის შვილიშვილი.
ნიკო ჯაფარიძე 1916-1926 წლებში მუშაობდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში (ამჟამად ქუთაისის N2 საჯარო სკოლა), იგი არის ექსპერიმენტული ქიმიის ფუძემდებელი საქართველოში- ქიმიის კაბინეტის შექმნა საქართველოს სკოლებში სწორედ მის სახელს უკავშირდება; საინტერესო ფაქტია ისიც, რომ რუსუდან ნიკოლაძესთან ერთად მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ქიმიური ტერმინოლოგიის შემუშავების საქმეში. ბატონ დავითთან ერთად კონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ ნიკო ჯაფარიძის შთამომავლები - მარინა ჯაფარიძე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრანტი (განათლების ადმინისტრირება), გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის დირექტორის მოადგილე და ნინო ჯაფარიძე, იპოლიტოვ -ივანოვის სახელობის მე-6 ხელოვნების სკოლის პედაგოგი.
მუშაობა წარიმართა ორ სექციაში. წარმოდგენილი იყო ძალიან საინტერესო მოხსენებები; კონფერენციაში მონაწილეობდნენ, როგორც უნივერსიტეტის პროფესორ -მასწავლებლები, ასევე სკოლის პედაგოგები სხვადასხვა რეგიონებიდან. კონფერენცია კიდევ უფრო საინტერესო გახადა მოსწავლეთა ჩართულობამ. კერძოდ, მათ წარმოადგინეს:
• „SMART დამრევი“ -ნია როხვაძე, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ მე-9 მოსწავლე, ხელმძღვანელი უტა კილასონია;
• „გეომეტრიული ფიგურების მოცულობის დადგენა“ - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ქეთი ფრუიძე და მე-11 კლასის მოსწავლე ლია ფრუიძე, ხელმძღვანელი მაია ჩაჩხიანი, მათემატიკის მენტორი მასწავლებელი, ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი;
• „ჭკვიანი ურნა“-იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ოთარ ლაღაძე, ხელმძღვანელი მარინე რუსაძე, ქიმიის წამყვანი მასწავლებელი.
ბოლოს, მონაწილეებმა შეაჯამეს კონფერენციის მუშაობა. კონფერენციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს სერტიფიკატები გადასცა იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ამირან ძაგნიძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თითოეული ეს ტრადიცია გვაჩვენებს, რამდენად განსხვავებული და საინტერესოა ახალი წლის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
დედა მეუბნება, რომ კარგი იქნება თუ თოვლის ბაბუას კონკრეტულ საჩუქარს დავაბარებ, მაგრამ მე ჯადოსნური ჯოხი მირჩევნია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
თითოეული ეს ტრადიცია გვაჩვენებს, რამდენად განსხვავებული და საინტერესოა ახალი წლის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
დედა მეუბნება, რომ კარგი იქნება თუ თოვლის ბაბუას კონკრეტულ საჩუქარს დავაბარებ, მაგრამ მე ჯადოსნური ჯოხი მირჩევნია