სიახლეები
სკოლები

„კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლების წარმოჩინება და ტრადიციების ზეიმი“ - წნორის N1 სკოლაში შემეცნებითი პროექტი განხორციელდა
30-11-2023
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის გამრვალფეროვნების, მოსწავლეთათვის მოტივაციის ამაღლების, მრავალმხრივი განვითარების მიზნით, არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა ტარდება.

ამჯერად, სკოლაში, პროექტი -„კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლების წარმოჩინება და ტრადიციების ზეიმი“ განხორციელდა, რომელსაც სამოქალაქო განათლების პედაგოგი ეკა კუსრაშვილი ხელმძღვანელობდა.

პროექტი, როგორც სამოქალაქო განათლების პედაგოგი გვიყვება, მე-11 კლასის მოსწავლეების ჩართულობით, მათი უდიდესი მოტივაცითა და ხელშეწყობით ჩატარდა, რისთვისაც თითოეულ მათგანს მადლობას უხდის.

„ჩემი, როგორც პროექტის ხელმძღვანელის მიზანი იყო ბავშვებს საკუთარი ხელით შეექმნათ და წარმოეჩინათ, უმნიშვნელოვანესი ქართული კულტურა - ქართული ტრადიციული სუფრა.

ქართული სუფრა მხოლოდ ავთენტური კერძები როდია, ოდითგან ქართველმა ხალხმა ხელოვნებად აქცია ეს კულტურა და პირნათლად გადასცემს მომავალ თაობას“, - აღნიშნავს პედაგოგი ეკა კუსრაშვილი.

პროექტის ფარგლებში ბავშვებმა ქართულ ტრადიციებზე, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, იცეკვეს, იმღერეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„ჩვენ შევძელით და კიდევ ერთხელ გავიაზრეთ ამ კულტურის ღირსება, რომელიც უგემრიელეს საკვებთან ერთად, ქართულ-ხალხურ ცეკვას, სიმღერას, შაირს, პოეზიასა, სალაღობოს თუ ყველაზე მთავარ სადღეგრძელოს ხელოვნებას მოიცავდა“, - გვიყვებიან სკოლაში.

პროექტის მეშვეობით ბავშვებმა საჭირო ცოდნა მიიღეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

„ბედნიერი ვარ, რომ დღევანდელი ქართველი თაობა ინარჩუნებს, კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებს“, - ამბობს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს სიღრმისეულად აცნობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

განათლების სამინისტრომ 6 თვეში facebook-ის გვერდზე რეკლამების განთავსებისთვის 35 ათას ლარზე მეტი დახარჯა
პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება