სიახლეები
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამა - „სტომატოლოგია ბავშვთა ცხოვრებაში“ განხორციელდა
30-11-2023
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის საგანმანათლებლო სივრცე ყოველთვის ღიაა საინტერესო და საჭირო იდეების განსახორციელებლად და მოსწავლეებისთვის საინტერესო ღონისძიებების შესათავაზებლად. 

პირველად, ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, დაიწყო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის - „სტომატოლოგია ბავშვთა ცხოვრებაში“ განხორციელება, რომლის იდეის ავტორი და ორგანიზატორი გახლავთ კლინიკა „დენტალ ლიდერის“ ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტ-ქირურგი, ექიმი-სტომატოლოგი ირმა გორგოძე.

პროგრამის ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში, დაწყებითი საფეხურის კლასებში, სტომატოლოგმა ირმა გორგოძემ ჩაატარა სემინარები პირის ღრუს მოვლის შესახებ. მოსწავლეებს საინტერესო და თვალსაჩინო ღონისძიებებით მიაწოდა საჭირო ინფორმაცია სტომატოლოგიის შესახებ. მოსწავლეები გაეცნენ თეორიულ მასალას კბილებისა და პირის ღრუს მოვლის შესახებ, ნახეს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციები და ისწავლეს ის საჭირო უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია მათი სისუფთავისა და სიჯანსაღისთვის.

„აღსანიშნავია, რომ პროექტი პირველად ხორციელდება ჩვენს სკოლაში და აღნიშნული სემინარი სრულიად უანგაროდ და მისი კეთილი ნებით ჩაატარა ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტ-ქირურგმა, ექიმმა სტომატოლოგმა ირმა გორგოძემ. აღნიშნულ პროექტს მხარი დაუჭირეს იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ბატონმა მურად ჯიშკარიანმა და სკოლის პედაგოგიურმა საბჭომ, რომელთა თანადგომითა და მხარდაჭერით განხორციელდა კიდეც.

სკოლის სახელით, განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქალბატონ ირმა გორგოძეს, რომლის ორგანიზებითა და ძალისხმევით, საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო შემეცნებითი კვირა აღმოჩნდა ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის“,- აღნიშნავენ ქუთაისის N2 სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

მასწავლებლების საყურადღებოდ - ბოლო საგნის გამოცდის ტესტები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

სიახლეები
საზოგადოება