სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა კლასის საათი ნორჩი მხატვრის - ლილე ბუაძის შემოქმედების განხილვას მიეძღვნა
30-11-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი დრო ეთმობა. პედაგოგების ყურადღებისა და აღნიშვნის მიღმა არ რჩება არც ერთი მოსწავლის ინტერესი. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა სახის შემოქმედებითი აქტივობა იმართება.

ახლახან, მე-6 კლასში, თემაზე - „ჩვენი ინტერესები, გატაცებანი... ჩვენი ცხოვრება სკოლის შემდეგ“ კლასის საათი ჩატარდა.

აღნიშნულ დღეს თანაკლასელების წინაშე საინტერესო ნამუშევრებით წარსდგა ნორჩი მხატვარი ლილე ბუაძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლასში შთამბეჭდავი პრეზენტაცია გაიმართა, სადაც იყო ბევრი შეკითხვა: რომელი ასაკიდან დაიწყო ლილემ ხატვა? ვინ აღმოაჩინა მასში ეს ნიჭი? რამდენი წელია, რაც ხვეწს ოსტატობას სამხატვრო სკოლაში? რაზე უფრო სიამოვნებს მუშაობა- ნატურმორტზე, პეიზაჟზე, პორტრეტზე...? აქვს თუ არა საყვარელი ნამუშევარი? რატომ უჭირს თავისი ნახატების გაჩუქება? უკავშირდება თუ არა ხატვა მის სამომავლო გეგმებს და პროფესიას? რა არის მისთვის ხატვა?

ლილემ ღირსეულად გაართვა თავი ყველა კითხვას და ამომწურავი პასუხებით შეიქმნა მისი მინიპორტრეტი.

„ლილე ბუაძეს ხატვაში თავი, ალბათ, 5 წლიდან ახსოვს. ნიჭი მასში დედამ აღმოაჩინა. უკვე მეოთხე წელია, რაც სამხატვრო სკოლაში ეუფლება ფერწერის საიდუმლოებას. ყველაზე მეტად სიამოვნებს ცხოველების დახატვა, განსაკუთრებით თეთრი ცხენების... არ უყვარს პორტრეტზე მუშაობა, თუმცა ჩინებულად ართმევს ამასაც თავს. სიამოვნებს გუაშით ხატვა. ხატავს სულ, როცა თავისუფალი დრო აქვს... ხატვა მისთვის განტვირთვაა, უდიდესი სიამოვნება... საყვარელი ნამუშევარი? ბევრია ასეთი, ერთ-ერთი - „მოწამეთა“. ნამუშევრების გაჩუქება ძალიან უჭირს, არა იმიტომ, რომ ენანება, განშორებაა მისთვის მტკივნეული ... როგორც დედის განშორება შვილთან... ოცნებობს არქიტექტორობაზე, თუმცა როგორც ლილეს კლასელებმა, მისმა ყველაზე გულწრფელმა გულშემატკივრებმა აღნიშნეს, არქიტექტორი თუ არა, მხატვარიც დიდებული გამოვა თუ თავად ისურვებს ამას“, - გვიყვებიან მის შესახებ სკოლაში.

პრეზენტაციამ ლილეს თანაკლასელები მოხიბლა. თითოეულმა მოსწავლემ თავისი საყვარელი ნამუშევარი დაასახელა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბავშვებმა ახსნეს კიდეც თუ რატომ გამოარჩიეს ესა თუ ის ნახატი. დაბოლოს, ყველამ ერთსულოვნად აღიარა, რომ ნანახმა მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და ყველამ შესაბამისი ჟესტით გამოხატა აღფრთოვანება.

„მინდა ვუსურვო ლილეს და მე-6 კლასს უღრუბლო ცა, მშვიდობა და დასახული მიზნებისკენ გამარჯვებით სვლა ... მე, კი როგორც კლასის ხელმძღვანელს მჯერა, რომ ნორჩი მხატვარი, ნიჭიერი პატარა გოგონა - ლილე ბუაძე აუცილებლად ასახელებს ოჯახს, მის სკოლას, ქალაქს და მშობლიურ საქართველოს!“, - ამბობს კლასის ხელმძღვანელი დარეჯან ნემსაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

სიახლეები
საზოგადოება