სიახლეები
საინტერესო

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა
18-05-2018
-
+


1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით, 18 მაისს მთელ მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 

150 ქვეყნის მუზეუმში ამ დღეს ღია კარის დღეები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვა ღონისძიებები ეწყობა.

გამონაკლისი არც საქართველოა და ამ ღირშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით ეროვნულ მუზეუმში საინტერესო კვირეული გაიმართება, რომელიც 18-დან 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. 

Etaloni.ge გთავაზობთ იმ მუზეუმების ჩამონათვალს, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე საინტერესოდ მიიჩნევა და მოგზაურებიც ხშირად სტუმრობენ. 

ლუვრი - მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული მუზუემი საფრანგეთში, პარიზის შუაგულში მდებარეობს. მუზეუმი დამთვალიერებელთა რაოდენობის სიმრავლით დიდი ხანია მსოფლიო პირველობას არავის უთმობს. მილიონობით ადამიანის აღტაცებას იწვევს ულამაზესი და ამავდროულად ხანდაზმული ლუვრი. დამთვალიერებლების ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებლი, 8,8 მილიონი 2011 წელს დაფიქსირდა. მუზეუმის უმდიდრესი კოლექცია სხვადასხვა ეპოქისა და ცივილიზაციების ხელოვნების ნიმუშებს ინახავს. აქვე ინახება საფრანგეთის სამეფო კარის ძვირფასეულობა. მათი რაოდენობა დაახლოებით 300 000–ია, თუმცა საგამოფენო დარბაზებში მხოლოდ 35 000 ექსპონანტია წარმოდგენილი. შედევრების უმეტესი ნაწილი საცავებში ინახება და საჩვენებლად წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თვით გამოაქვთ. 

ტერაკოტის მეომრებისა და ცხენების მუზეუმი - გამომწვარი თიხისგან დამზადებული მეომრების საოცარი მუზუემი ჩინეთში, ქალაქ სიანის მახლობლად მდებარეობს. არმიის პირველი ქანდაკება 1974  წელს, შემთხვევით, ჭის გათხრისას აღმოაჩინეს. მიუხედავად არქიტექტურული კომპლექსის ეფექტურობისა, სამარხი კომპლექსის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს მაინც ტერაკოტისაგან გაკეთებული არმია წარმოადგენს, რომელმაც აღმოჩენისთანავე ფართოდ გაითქვა სახელი. ტერაკოტის მეომრებისა და ცხენების მუზეუმი ოფიციალურად 1979 წელს გაიხსნა. 

პრადოს ნაციონალური მუზეუმი - განთქმული მუზეუმი და ხელოვნების გალერეა მადრიდში მდებარეობს. მუზეუმში მე-14-დან მე-19 საუკუნეებამდე ევროპული ხელოვნების საუკეთესო კოლექციაა მოთავსებული. პრადოს დიეგო ველასკესის და ფრანსისკო გოიას ნამუშევრებისა და ასევე ჰიერონიმუს ბოსხის (მეფე ფილიპ II-ის პირადი ფავორიტი) საუკეთესო კოლექცია აქვს ესპანეთში. მუზეუმს ელ გრეკოს, რუბენსის, რაფაელის, ტიციანის, ბართოლომეო ესტებან მურილიოს შედევრების ბრწყინვალე კოლექცია აქვს. აქვეა, ასევე მელოცო და ფორლის, ბოტიჩელის, კარავაჯოს, ალბრეხტ დიურერის, რემბრანდტის და ვერონეზეს საუკეთესო ექსპონატები. 

მეტროპოლიტენ-მუზუემი - მსოფლიოს უდიდესი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელოვნების მუზეუმი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარეობს. მუზეუმი 1872 წლის 20 თებერვალს გაიხსნა. მისი დამფუძნებელი ჯორჯ პალმერ პატნემი იყო. მუზეუმის მასიური კოლექცია მოიცავს კლასიკურ ანტიკურ ნივთებს ბერძნულ და კვიპროსის გალერეებში და ასევე თითქმის ყველა ევროპელ ხელოვანსა და ამერიკული ხელოვნების ვრცელ კოლექციას. მუზეუმის ერთ-ერთი უახლესი და ყველაზე ძვირი შენაძენია დუჩის „მადონა ყრმით“, რომელიც მას 45 მილიონი დაუჯდა.

თუ ოდესმე გიოცნებიათ  ხის იალქნიან ხომალდზე მოხვედრაზე, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ გუსტავ ვაზას ხომალდ-მუზეუმს. სტოკჰოლმში, იურგორდენის კუნძულზე, ვაზას მუზეუმში ნამდვილი, მეჩვიდმეტე საუკუნის ხომალდი ელოდება დამთვალიერებლებს. ვაზა შვედური საბრძოლო ხომალდია, რომელიც ზღვაში პირველად 1628 წელს ჩაუშვეს. გემს სახელი ვაზას დინასტიის საპატივსაცემოდ დაერქვა, რომელიც იმ დროს შვედეთს მართავდა. გემის მშენებლობით 400 ადამიანი იყო დაკავებული. სამწუხაროდ, გემის მშენებლობისას დაშვებული შეცდომების გამო 1826 წლის 10 აგვისტოს, ზღვაში ჩაშვებისთანავე, გემი გადაბრუნდა და ჩაიძირა. გემბანზე ეკიპაჟის 100-მდე წევრი იმყოფებოდა. აქ იყვნენ მათი ოჯახებიც, მათ შორის ბავშვები. საბედნიეროდ, ვაზა სტოკჰოლმის ნავსადგურიდან მხოლოდ 100 მეტრში ჩაიძირა და ადამიანების უმრავლესობის გადარჩენა მოხერხდა. ხომალდთან ერთად მხოლოდ 30 ადამიანი დაიღუპა. ჩაძირული გემი ზედაპირზე 1961 წლის 24 აპრილს ამოიტანეს. გემს საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარდა და 1990 წლის 16 აგვისტოს მუზეუმიც გაიხსნა. 

მუზეუმში სტუმრობა ყოველთვის გამორჩეულია. იგებ საინტერესო ამბებს და ეცნობი უნიკალურ კოლექციებს. ბევრი მოგზაური სწორედ მუზეუმების გამო სტუმრობს სხვადასხვა ქვეყანას და როგორც ჩანს, დიდად არც ცდებიან, როცა მათ სანახავად კილომეტრებს გადიან. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს


ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს

ვალდებულება მთავრობამ 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა შეასწრულოს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ექსკურსიას  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მიმოზა ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობდა

 ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს ვიდეო დავით აღმაშენებელზე

განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან - ძმები გიორგი და დავით გიგანები და ნიკოლოზ ზურაბიანი

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ღონისძიბაში მონაწილეობდნენ სამივე საფეხურის მოსწავლეები

„აღნიშნული აქტივობები მოსწავლეებში წიგნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად“

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება