მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023-2024 სასწავლო წლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დასაქმებულია 63.7 ათასი პედაგოგი და ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია.
„2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63.7 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.2 პროცენტით მეტია. მასწავლებელთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.5 პროცენტი, ხოლო კაცების წილი 12.5 პროცენტია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: 2019-2020 სასწავლო წელს პედაგოგების რაოდენობა 63.8 ათასი იყო, შემდეგ - 2020-2021 სასწავლო წელს 62.7 ათასი, 2021-2022 სასწავლო წელს 63 ათასი. 2022-2023 სასწავლო წელს 62.3 ათასი, ხოლო მიმდინარე სასწავლო წელს სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების რაოდენობა ჯამში 1400-ითაა გაზრდილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი