მატნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს სხვადახვა კუთხის საშემოდგომო ტრადიციები შთამბეჭდავი ღონისძიებით წარმოადგინეს
05-12-2023
დაკოპირებულია
-
+
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება მოაწყვეს.
ღონისძიება 1-ლი - მე-6 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა.
ბავშვებმა, საზეიმოდ გაფორმებულ სკოლის ეზოში წარადგინეს საქართველოს კუთხეები, მათი კულტურა, ტრადიციები და სამზარეულო. თემტაურ კოსტიუმებში გამოწყობილებმა შეასრულეს მრავალფეროვანი ნომრები და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
დიდი ჟრიამულით, ზარ-ზეიმითა და სადრესასწაულო განწყობით, მოსწავლეებმა წელიწადის ოქროსფერი სეზონი გააცილეს და ზამთრის მობრძანებას შეეგებნენ.
დღე ემოციებით დატვირთული, ხალისიანი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.