| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზია, რომელიც მარტში-აპრილში დასრულდება - აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას განაცხადა.
„ესგ-ს მეორე კარს ჰქვია, [საგნობრივი] სტანდარტები. მიმდინარეობს ამ სტანდარტების რევიზია, სადაც საუბარია, საგნების მიხედვით რა უნდა ასწავლოს სკოლამ. სტანდარტების რევიზია მიმდინარეობს ახლა, დასრულდება მარტი-აპრილში. ამ სტანდარტის რევიზიის შემდგომ დადგინდება ვერტიკალური და ჰორიზონტალური კავშირები რამდენად არის საგნებს შორის, რა ტიპის გამოწვევები გვაქვს, ეს საკითხი, როცა მოგვარდება, მერე დადგება უკვე სახელმძღვანელოების საკითხი“, - განაცხადა თამარ მახარაშილმა.
მისივე თქმით, სრულად გაუქმდა ესგ-ს მესამე კარი, რომელიც სკოლებისთვის სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს მოიცავდა.
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს