პირველ დეკემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2023 წლის თბილისის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტულის მფლობელი გახდა თბილისის N219 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბაინდურიშვილი.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.
ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 24 ოქტომბრიდან დაიწყო და ქალაქ თბილისის კონკურსით დასრულდა, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლო.
სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
გამარჯვებული მოსწავლეები თავის მუნიციპალიტეტებს 19 დეკემბერს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.
გთავაზობთ ქალაქ თბილისის კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს:
ასევე იხილეთ:
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე