„სასკოლო საზოგადოებასა და თემში ინკლუზიური განათლების კუთხით ცნობიერების ამაღლება“ - ბენარის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი მიმდინარეობს
04-12-2023
დაკოპირებულია
-
+
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, სკოლაში, პროექტი - „სასკოლო საზოგადოებასა და თემში ინკლუზიური განათლების კუთხით ცნობიერების ამაღლება“ მიმდინარეობს. პროექტს სკოლის თვითმმართველობა და სპეციალური მასწავლებელი ახორციელებენ.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან კითხვარებისა და პრეზენტაციის სახით შეხვედრები ჩატარდა. ისინი საჭირო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.
აღსანიშშნავია, რომ სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ყველა მოსწავლეზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნას.