სიახლეები
სკოლები

ხონის N2 სკოლის მოსწავლეთა ნამუშევარი საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო დოკუმენტურ სურათად დასახელდა
04-12-2023
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები - ნინი ჩიხლაძე, სანდრო კირთაძე, გიორგი მეძველია და ხელოვნების მასწავლებელი ია კინწურაშვილი, თბილისში გამართულ საბავშვო ფილმების რიგით მე-13 საერთაშორისო ფესტივალში - „ოქროს პეპელა“ მონაწილეობდნენ. ფესტივალი გამოჩენილი რეჟისორის - სერგო ფარაჯანოვის 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. 

სკოლა ფესტივალზე დოკუმენტური ფილმით - „ერთი კეცის ისტორია“ წარდგა. ფილმმა აღიარება მოიპოვა და საერთაშორისო ჟიურის სპეციალური დიპლომით და პრიზით - „ოქროს პეპელა“, როგორც საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, დაჯილდოვდა.

ფილმი ეძღვნება იშვიათ, მივიწყებულ პროფესიას საქართველოში - ერთადერთ ქვის კეცის ოსტატს იმერეთში - დავით ხაჭაპურიძეს.

ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი შემდეგია: ნინი ჩიხლაძე, ლიკა მანჯგალაძე, მარიამ წულაია, სანდრო კირთაძე, გიორგი მეძველია.

ფილმის შექმნის პროცესში მონაწილეობდნენ:

  • იდეა, ტექნიკური მხარე - კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი თამარ ჩხენკელი;
  • მხარდაჭერა - ხელოვნების მასწავლებელი ია კინწურაშვილი;
  • ტექსტის დამუშავება - ქართული ენის მასწავლებელი მარიამ მამაიაშვილი, ინგლისური ენის მასწავლებელი ალისა ჩარკვიანი;
  • ტექსტს კითხულობს მარიამ წულაია;
  • მძღოლი - ზაზა კუხალაშვილი.

„ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა დაუვიწყარი 3 დღე გაატარა კინოხელოვნების სამყაროში, დიდ მადლობას ვუხდით ფესტივალის ორგანიზატორებს ჩვენი შრომის დაფასებისთვის და მასპინძლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

განათლების სამინისტრომ 6 თვეში facebook-ის გვერდზე რეკლამების განთავსებისთვის 35 ათას ლარზე მეტი დახარჯა
პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება