სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონი“ ზოგად განათლებას მაძლევს და მეხმარება ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევაში“ - თბილისის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
06-12-2023
-
+


„ეტალონი“ - საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი, ცოდნისა და ინტელექტის წარმოჩენის მოტივატორი, აქტიურად მიმდინარეობს.  ამჯერად, დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2023 წლის თბილისის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. 

ტიტულის მფლობელი თბილისის N219 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე  ნიკოლოზ ბაინდურიშვილი გახდა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.

ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 24 ოქტომბრიდან დაიწყო და ქალაქ თბილისის კონკურსით დასრულდა, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლო.

სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 

გამარჯვებული მოსწავლეები თავის მუნიციპალიტეტებს 19 დეკემბერს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.

კონკურსის მიმდინარეობაზე, მის მნიშვნელობასა და მიღებულ ემოციებზე  Etaloni.ge- ის სკოლის ხელმძღვანელი, მასწავლებელი და „ეტალონი მოსწავლე“, ესაუბრნენ. 

შალვა ხუციშვილი, თბილისის N219 საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ დიდი შრომისთვის, რასაც რესპუბლიკის მასშტაბით აკეთებთ. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის სტიმულის მიმცემია, ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ ჩემპიონატში, ნიკოლოზის გამარჯვებამ კი, მათ მეტად აუმაღლა მოტივაცია. ეს წარმატება საამაყოა არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ ჩვენი სკოლისთვისაც. როცა გამოვაცხადე ეს შედეგი, ჯერ ნიკოლოზის კლასში, შემდეგ კი, საჯაროდ, ძალიან გაუხარდათ და აღფრთოვანებულები იყვნენ მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც. 

მარინე პეტრიაშვილი, თბილისის N219 საჯარო სკოლის პედაგოგი: 

„ეტალონი“ - ეს სასწავლო-შემეცნებითი ინტელექტ-ჩემპიონატი, ქართულ საზოგადოებაში დიდი პოპულარობითა და აქტუალურობით სარგებლობს. თავად ბატონი გოჩა და მისი შემოქმედებითი გუნდი საოცარი ხალხია, ზრუნავენ მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარებაზე, მათ ზნეობრივ და სულიერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაზე. ჩვენი სკოლიდან ყველა მივესალმებით ამ ჩემპიონატს, დიდიხანია ვთანამშრომლობთ „ეტალონთან“, ჩვენი სკოლის მოსწავლეები არაერთხელ გახდნენ „ეტალონი მოსწავლეები“ და გვიხარია, რომ ასეთივე წარმატებით აგრძელებენ მონაწილეობას. სკოლაში, ყველას ძალიან გვიხარია ნიკოლოზ ბაინდურიშვილის გამარჯვება და ვუსურვებთ, რომ მან ფინალიც მოიგოს. ნიკოლოზი გამორჩეული ბავშვია, ზრდილობით, საქმით, სწავლით... გვეამაყება.

ნიკოლოზ ბაინდურიშვილი „ეტალონი მოსწავლე“:

რასაკვირველია არ ძალიან გახარებული ვარ ამ გამარჯვებით. საკმაოდ რთული საკითხები იყო და მიხარია, რომ შევძელი ამ სირთულის დაძლევა. ამ წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი ჩემს მასწავლებელს მიუძღვის. „ეტალონი“ ზოგად განათლებას მაძლევს და მეხმარება ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევაში, ეს ჩემთვის დიდი გამოცდილებაა. ფინალისთვისაც ვემზადები, კარგი მოლოდინი მაქვს და იმედია შევძლებ ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენას. 




ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ანაზღაურება სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნდება აკადმიკოსებისა და აკადემიის წევრ-კორესპონდენტებისთვის

დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები

„სკოლიდან გამოვიდნენ და აღარავის უნახავს“ - თბილისში ორ მოსწავლეს ეძებენ - ჩართულია პოლიცია

პიროვნება
„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ავირჩევდი ილია ჭავჭავაძეს, მარი კიურის, არისტოტელეს...“

სკოლები
გაკვეთილზე ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაციები მსოფლიოში არსებულ არატრადიციულ სკოლებზე
 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა

საგანმანათლებლო ღონისძიებების სერია განმსჭვალული იყო ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება