გვიშტიბის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა
04-12-2023
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზეც ზრუნავენ.
ამ მიზით კი, თემატური აქტივობები იმართება. ამჯერად, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, საქველმოქმედო ღონისძიება განხორციელდა. მის ფარგლებში, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მოსწავლეები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის „სათნოების სახლს“ ეწვივნენ. მათ ბენეფიციარები მონახულეს, მათ განწყობაზე იზრუნეს და დრო ნაყოფიერად გაატრეს.
აღსანიშნავია, რომ „სათნოების სახლში“ მოსწავლეები სხვადასხვა ნივითით ხელდამშვენებულები წავიდნენ, რომლებიც შემდეგ ბენეფიციარებს უსახსოვრეს.