სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში კლუბ - „მწიგნობარის“ მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა
04-12-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში წიგნის მოყვარულთა კლუბი - „მწიგნობარი“ აქტიურად ფუნქციონირებს, რომლის წევრები სხვადასხვა საინტრესო შეხვედრებს აწყობენ.

ამჯერად, სკოლაში, კლუბის მორიგი სხდომა ჩატარდა, რომელსაც მისი წევრები: მე-4, მე-5, მე-6, მე-7 კლასების მოსწავლეები, კურატორები: ვალიდა კვირიკაშვილი და დარეჯან ნემსაძე ესწრებოდნენ.

პედაგოგებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში გამოიკითხეს ედით ნესბიტის - „რკინიგზის ბავშვების“ მე-5 თავი „ტუსაღები და ტყვეები“ და მე-6 თავი „მატარებლის გადამრჩენები“.

აღნიშნულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ კითხვებზე:

  1. ვინ მიიქცია ბრბოსა და ბავშვების ყურადღება სადგურის მოსაცდელ დარბაზში?
  2. რატომ ვერ გაიგეს უცნაური კაცის საუბარი და რა ინანეს ბავშვებმა ?
  3. რაში დაარწმუნეს ბავშვებმა სადგურის უფროსი?
  4. როგორ გაიგეს კაცის ეროვნება?
  5. რატომ ელოდნენ ბავშვები და სადგურის უფროსი დედის ჩამოსვლას?
  6. რა გაარკვია დედამ უცხოელის შესახებ მასთან საუბრის დროს?
  7. როგორ მოუარეს დედამ და ბავშვებმა უცნობს? რით შემოსეს სტუმარი?
  8. რა ეჭვები გაუჩნდა ბობის ზანდუკში ჩახედვის დროს ?
  9. ვინ იყო რუსის ჯენტლმენი?
  10. როგორი წიგნი დაწერა მან და რატომ დაისაჯა სიკეთისათვის ?
  11. როგორ აღმოჩნდა რუსი მწერალი ინგლისში ?
  12. რა სთხოვა დედამ ბავშვებს?

მე-5 თავის წაკითხვის შემდეგ კურატორებმა გაამახვილეს ყურადღება უცხო სიტყვების განმარტებაზე:  კატორღა და დეზერტირი. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა არ იცოდნენ მათი მნიშვნელობა. თუმცა, ამომწურავი განმარტება მიიღეს პედაგოგებისგან.

წაკითხული თავის მიხედვით ბავშვებმა გამოკვეთეს პერსონაჟთა ხასიათის ისეთი თვისებები როგორიცაა ემპათია, სიკეთის კეთების სურვილი, მზრუნველობა. ხოლო მე-6 თავის გაანალიზების შემდეგ, როგორც გვიყვებიან, გაჩნდა კითხვები:

  1. როგორ ეხმარებოდა დედა რუსის ჯენტლმენს ოჯახის პოვნაში?
  2. როგორ ექცეოდნენ ბავშვები სტუმარს?
  3. რისთვის წავიდნენ პერქსთან?
  4. რამ გააბრაზა პერქსი?
  5. რას შეესწრნენ ბავშვები , როდესაც ველური ალუბლისათვის გააგზავნა დედამ?
  6. რა ხერხს მიმართეს ბავშვებმა მატარებლის გადასარჩენად ?
  7. როგორ ახასიათებს ეს საქციელი ბავშვებს?
„უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებმა საკმაოდ სწორად გაანალიზეს წაკითხული ტექსტი და შესაბამისად სწორ დასკვნებამდეც მივიდნენ“, - გვეუბნებიან სკოლაში.

მოსწავლეები გულდასმითა და დიდი ყურადღებით უსმენდნენ ერთმანეთს და საკუთარ მოსაზრებებს თამამად აფიქსირებდნენ.

აღნიშნული თავის წაკითხვისას წინა ადგილებზე წამოიწია პერსონაჟების ისეთი თვისებები, როგორიცაა: გულისხმიერება, გამბედაობა, საზრიანობა, გონებაგამჭრიახობა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიამ მომდევნო მეცადინეობისთვის, რომელიც 2 ნოემბერს ჩატარდება, მოსწავლეებს დაევალათ ნაწარმოების მე-7 და მე-8 თავების „სიმამაცისთვის“, „დამწყები მეხანძრეების“ წაკითხვა და საკვანძო საკითხებზე ყურადღების გამახვილება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

განათლების სამინისტრომ 6 თვეში facebook-ის გვერდზე რეკლამების განთავსებისთვის 35 ათას ლარზე მეტი დახარჯა
პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება