სიახლეები
სკოლები

ერკეთის საჯარო სკოლის ნორჩ ჟურნალისტთა და ლიტერატურის მოყვარულთა კლუბმა გალაკტიონ ტაბიძეს რამდენიმე ღონისძიება მიუძღვნა
04-12-2023
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავს.

ამჯერად, სკოლის ნორჩ ჟურნალისტთა და ლიტერატურის მოყვარულთა კლუბმა - „თვალსაწიერი“ გალაკტიონ ტაბიძის იუბილეს რამდენიმე ღონისძიება მიუძღვნა. მათ პედაგოგები ციალა ჭიხვარია და ხატია ბარამიძე ხელმძღვანელობდნენ.

არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის სოფელ ერკეთის ბიბლიოთეკაში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა“ ჩატარდა. მოსწავლეებთან ერთად, გალაკტიონის ლექსებს კითხულობდნენ და მის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს ასრულებდნენ თემის მომღერლები. გამოიფინა დიდი მგოსნისადმი მიძღვნილი ნახატები და კედლის გაზეთები. ღონისძიებას არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პოეტის დაბადების დღეს, კლუბის წევრებმა სასკოლო საზოგადოებას გალაკტიონის ლექსების კრებულების ანოტაციები წარუდგინეს, ჩატარდა მხატვრული კითხვის კონკურსი. მოსწავლეებმა, ფოტოკოლაჟებითა და მოძიებული მასალებით, მაყურებლებს გალაკტიონის ცხოვრების გზა გააცნეს. როგორც სკოლაში ამბობენ, ვიდეოკოლაჟი „გურიის მთები“ იყო შთამბეჭდავი და საუკეთესო.

გარდა ამისა, ერკეთის თემის დეპუტატ ლაშა თოლორდავას და მერიის წარმომადგენელის, ერკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოსო კობიძის უშუალო ხელშეწყობით, კლუბის წევრები ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში გალაკტიონისა და ტიციანის სახლ-მუზეუმებს, ვანის ნაქალაქარს და ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ. მათ პრეზენტაცია მოამზადეს და შექმნეს შთაბეჭდილებების წიგნი.

„ჩემთვის დღესავით არის ნათელი რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა!“,- ეს სიტყვები გასდევდა აქტივობებს. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მადლიერმა შთამომავლობამ თავის სათქმელი უთხრა გალაკტიონს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

განათლების სამინისტრომ 6 თვეში facebook-ის გვერდზე რეკლამების განთავსებისთვის 35 ათას ლარზე მეტი დახარჯა
პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება