სიახლეები
სკოლები

„შემოდგომის გაცილება“ - მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა საოცარი საშემოდგომო სანახაობა 
04-12-2023
-
+


ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით სხვადასხვა შემოქმედებითი სახის აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა ბარაქიანი შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.  

ღონისძიებაში - „შემოდგომის გაცილება“ სკოლის დაწყებითი და საბაზო კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ის ქართულის ენისა და ლიტერატურის უფროსმა პედაგოგმა - ეკა გვიდანმა განახორციელა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ყველა სახის ხილი, ხელნაკეთი გოდრები, თიხის ჭურჭლები. „შემოდგომის სუფრა“, როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაწყობილი იყო მრავალფეროვანი ორნამენტებით. აღსანიშნავია, რომ სკოლაშივე გაკეთდა თათარა, რომელშიც ყველა მოსწავლემ სიმბოლურად ჩურჩხელა ამოავლო.

„ამ გასაოცარი სანახაობით, ისიამოვნეს როგორც მოსწავლეებმა, ასევე მაყურებლებმა“, - ამბობენ სკოლაში.

ეს დღე მოსწავლეთათვის ერთ-ერთი დაუვიწყარი იყო სასკოლო ცხოვრებიდან. 

„ძვირფასო მოსწავლეებო, გილოცავთ შემოდგომის გაცილებასა და ზამთრის დადგომას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

განათლების სამინისტრომ 6 თვეში facebook-ის გვერდზე რეკლამების განთავსებისთვის 35 ათას ლარზე მეტი დახარჯა
პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება