მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი შემეცნებითი, საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, როგორც გვიყვებიან მხიარულმა გოგო-ბიჭებმა ბარაქიანი შემოდგომა ღონისძიებებით გააცილეს.
მათ საკლასო ოთახები ლამაზად, ოქროსფერ ფერებში მორთეს.
„შემოდგომის ჭრელა-ჭრულა ფერებში და შემოდგომის ნობათით გალამაზებული იყო საკლასო ოთახები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ზეიმზე მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
„ბავშვებმა შემოდგომის მრავალფეროვნება ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით გაალამაზეს. მათ წაიკითხეს სტატიები იმის შესახებ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა“, - გვიყვებიან სკოლაში.
ბავშვებმა აღნიშნულ დღეს სკოლის ჰიმნი შეასრულეს, იმხიარულეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ღონისძიებებს მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ, რომლებიც მოსწავლეთა შემოქმედობითობით მოიხიბლნენ.
ზეიმს მუსიკალურად მუსიკის მასწავლებელი ხათუნა იობაშვილი აფორმებდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება