„უმეტესად, მასწავლებლების ხელფასი 600-700-800 ლარით გაიზრდება - არანაირ სხვა თარიღს არ ველოდებით“
10-12-2023
დაკოპირებულია
-
+
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მასწავლებელთა სახელფასო რეფორმებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2023-2024 წლის სასწავლი წლის დასრულების შემდეგ, მასწავლებლების ახალი სახელფასო ფორმულა მეორე დღიდანვე ამოქმედდება.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც სამინისტროში ვმუშაობთ, არის ზოგადი და სასკოლო განათლება, მასთან დაკავშირებული ყველა გამოწვევა.
მინდა, ყველა პედაგოგს და საზოგადოებას ხაზგასმით ვუთხრა, რომ ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარეა ჩართული, მათ შორის პროფკავშირები, მასწავლებლების წარმომადგენლები. ჩვენ უწყვეტად ვაგრძელებთ მათთან კომუნიკაციას, თუმცა ერთი რაც ზუსტად ვიცით, ის არის, რომ სრული დატვირთვის პირობებში, 2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლების ხელფასი მინიმუმ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ამას, როდესაც ვამბობთ, უმეტეს შემთხვევაში სრული დატვირთვის პირობებში არის 600, 700, 800-ლარიანი მატება. ხაზგასმით ვამბობ, სისტემაში არც ერთ პედაგოგს არ დარჩება ისე, რომ მდგომარეობა რაიმეთი გაუარესდეს, პირიქით ყველასთან იქნება მატება უზრუნველყოფილი;
არ ველოდებით არანაირ სხვა თარიღს და მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების მეორე დღიდანვე, პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა. მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი გმირი და ღირსეული მასწავლებლების ნამდვილად ღირსეული დაფასება. ისინი ღირსეულ ხელფასს იმსახურებენ“.
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი