სიახლეები
სიახლეები

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლების, კულტურის ცენტრი მოსწავლე-ახალგაზრდების წახალისებასა და მოტივაციაზე აქტირუად ზრუნავს
04-12-2023
-
+


ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლების, კულტურის ცენტრი მომავალი თაობის განვითარებასა და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავს. 

ამჯერად, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევითა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექციის, ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე, კულტურის ცენტრისა და მის დაქვემდებარებაში არსებული ტაძრის სამრევლო (საკვირაო) სკოლებში მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. 

ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაცია საკვირაო სკოლების წლიურ სამოქმედო სასწავლო გეგმას გაეცნობა.  გადაწყდა, რომ საკვირაო სკოლების განხორციელებული ღონისძიებები და პროექტები ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსდება. 

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის დაქვემდებარებაში შემდეგი საკვირაო სკოლებია:

  • სოფელ ლიის წმინდა გიორგის ტაძარის სამრევლი (საკვირაო) სკოლა - დეკანოზი გალაქტიონ ფიფია; 
  • ზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესიის სამრევლო (საკვირაო) სკოლა - იოანე აკობია; 
  • სოფელ ნარაზენის ხარების ეკლესიის სამრევლო (საკვირაო) სკოლა - დეკანოზი ბესარიონ ცინდელიანი;
  • სოფელ რუხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სამრევლო (საკვირაო) სკოლა - დეკანოზი არჩილ ფიფია;
  • სოფელ დავითიანის მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძრის სამრევლო (საკვირაო) სკოლა - მღვდელი დავით ქირია;
  • წალენჯიხა, ნაგურუს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სამრევლო (საკვირაო) სკოლა - დეკანოზი ილია სარია. 
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრი საკვირაო სკოლებთან უზრუნველყოფს: საგანმანათლებლო, საკონსულტაციო საკითხების ერთობლივად დაგეგმვას, პარტნიორ იურიდიულ კომპანიებთან ერთად, მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის, არაფორმალური საგანმანათლებლო  პროგრამების ფარგლებში, სიგელების, სერტიფიკატების შემუშავება და გაცემას, ასევე პროტოკოლის წესის დაცვით, კანონის საფუძველზე დოკუმენტაციის მართვისას ოფიციალური, იურიდიული სტატუსის მინიჭებას.

იხილეთ ვიდეო ბმულზე: 

ვიდეო

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება