მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეცვლილ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, დეტალურადაა გაწერილი მოსწავლეთა შეფასების დონეები ქულების მიხედვით.
ცნობილია, რომ საკლასო შეფასების ფორმატში მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით 4 დონის მიხედვით:
9-10 ქულა - არის მაღალი დონე, როდესაც მოსწავლე საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე მსჯელობს ბაზისურ ცნებებზე დაფუძნებით; საკითხის/საკითხების შინაარსებზე დაფუძნებით დამოუკიდებლად ჭრის სასწავლო ამოცანებს.
7-8 ქულა - არის საშუალოზე მაღალი, როდესაც მოსწავლე საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე მსჯელობს ბაზისურ ცნებებზე დაფუძნებით, თუმცა, უჭირს საკითხის შინაარსის გამოყენება სასწავლო ამოცანების განსახორციელებლად.
5-6 ქულა არის საშუალო, როდესაც მოსწავლე მსჯელობს საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე, თუმცა, აქვს ხარვეზები სასწავლო ამოცანების განხორციელებისა და ბაზისური ცნებების გააზრების მიმართულებით.
რაც შეეხება 1,2, 3, 4 ქულებს - ისინი დაბალი დონით ფასდება, როდესაც მოსწავლის მსჯელობა საგნობრივ საკითხთან დაკავშირებით ზედაპირული და არაარსობრივია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით