მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის - „გოგონების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობისთვის“ ფარგლებში გამართულ ტრენინგებში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
პროექტის „გოგონების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობისთვის“ ფარგლებში, თემატური ტრენინგები საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, კახეთის მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე გოგონებისთვის გაიმართა.
პროექტის მიზანი იყო აემაღლებინა მოსწავლე გოგონების ცნობიერება მათი ფუნდამენტური უფლებების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ძალადობის ადრეული შემჩნევის ტექნიკებისა და კარიერული დაგეგმვის შესახებ;
ტრენინგს ესწრებოდნენ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მე-10, მე-11 კლასის მოსწავლე გოგონები.
30 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც საქართველოს და კანადის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გოგონებს გადაეცათ სპეციალური სერტიფიკატები.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა
შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს