მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.
„ბოლო დღე ჩამოიშორა ნოემბერმა“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და 30 ნოემბერს, კლასის ხელმძღვანელის - მაია ალხანაშვილის ხელმძღვანელობით, ოქროსფერ შემოდგომას ხოტბა შეასხეს.
ღონისძიებაზე ერთმანეთს ცვლიდა მხატვრულად წაკითხული ლექსები და ლამაზად შესრულებული სიმღერები. საკლასო ოთახში კახური შემოდგომის სურნელი დატრიალდა - დაიწურა ყურძენი, ამოივლო ჩურჩხელები, შესრულდა კახური „მრავალჟამიერი“.
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მუსიკის და ხელოვნების მასწავლებლები - ქეთევან პავლიაშვილი და თინათინ ქშუტაშვილი.
ღონისძიების ტექნიკური მხარე უზრუნველყვეს VIII კლასის მოსწავლეებმა - მარიამ კუსრაშვილმა და გაბრიელ მიქაშვილმა.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა
შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს