სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებით შთაგონებული მოსწავლეები და მათი საინტერესო აქტივობები 
05-12-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების, შემეცნების მიზნით, არაერთ საინტერესო პროექტსა და აქტივობას ახორციელებენ.

ამჯერად, მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას სიღრმისეულად გაეცნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-4 კლასის მოსწავლეები თავიანთ მასწავლებელთან, ანა ჯანელიძესთან ერთად, ცდილობენ იარონ და ამაყად ატარონ გულით ის სიყვარული, რაც იკობ გოგებაშვილმა მათ სულსა და გულში გაათბო.

„ქართველს! მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელს საქართველოში, პუბლიცისტს, საბავშვო მწერალს და საზოგადო მოღვაწეს იაკობ გოგებაშვილს უთქვამს: „განათლება- ორლესული იარაღია, რომლის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც. საქმე იმაშია, თუ ვის უჭირავს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს ის ამ იარაღს“, -გვეუბნებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს პედაგოგები დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემას.

„სიყვარული, პატიოსნება და ერთმანეთისადმი მზრუნველი დამოკიდებულება - სწორედ ამ მიზნით, მე-4 კლასი ეწვია N40 საჯარო სკოლის 1-ელ კლასს, რათა მათთვის იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები გაეცნოთ“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა საკუთარი ხელით გადაწერეს მწერლის მოთხრობები, რომლებიც ლამაზად გააფორმეს. მათ ასევე შექმნეს ხელნაწერი წიგნი.

აღტაცებულმა პირველკლასელებმა, რომელთა ხელმძღვანელი ინგა მეტონიძე გახლავთ, ბედნიერებით სავსემ გააცოცხლეს იაკობის მოთხრობები და მცირე ინსცენირებები მოაწყვეს.

„ვფიქრობთ, რომ ამ ლამაზი დღის დასასრული მათ სულსა და გონებაში მუდამ დარჩება ლამაზ მოგონებად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

განათლების სამინისტრომ 6 თვეში facebook-ის გვერდზე რეკლამების განთავსებისთვის 35 ათას ლარზე მეტი დახარჯა
პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება