სიახლეები
სკოლები

„რატომ არის ხელოვნება და შემოდგომა ერთმანეთთან დაკავშირებული?“ - ​ლიხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ღონისძიება მოაწყვეს 
05-12-2023
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ღონისძება წარუდგინეს. 

„რატომ არის ხელოვნება და შემოდგომა ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთში გაერთიანებული ორი ცნება?“ - ეს კითხვა კი, ღონისძიების მთავარი ამოცანა გახლდათ. 

კითხვაზე პასუხი კი, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ღონისძიებით გასცეს.  სხვადასხვა შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებულმა ბავშვებმა სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებმა გააცოცხლეს: თეატრი, პოეზია, კინო, მუსიკა, მხატვრობა ...

„ხელოვნების მასწავლებელმა და მოსწავლეებმა შემოდგომისფერი ფოთლებით გადმოსცეს ის სევდა და სიხარული, რაც მათ გულებს ხელეწიფებოდათ და ბოლოს, გაცილება მოუწყვეს შემოდგომას, როგორც მუზასა და ამა სოფლის მშვენიერებას“, - ასე აღწერეს სკოლაში ღონისძიება, რომელიც წელიწადის ოქროსფერ შემოდგომას მიეძღვნა. 

დღე ემოციური, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

განათლების სამინისტრომ 6 თვეში facebook-ის გვერდზე რეკლამების განთავსებისთვის 35 ათას ლარზე მეტი დახარჯა
პიროვნება
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება