სიახლეები
სკოლები

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდი მასშტაბური ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულია 
05-12-2023
-
+


ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები ინტელექტუალური თამაში წარმატებით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში „ევროკავშირი საქართველოსთვის“ პროექტის - EU4Georgia 4, მხარდაჭერით, „ევროპის დღის“ ფარგლებში, წამოიწყო ერთწლიანი შემეცნებით-გასართობი მარათონი, რომელიც მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისს.

ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, 2 დეკემბერს, ხარაგაულის 18 სკოლას შორის გაიმართა.

დიდი კონკურენციის მიუხედავად, გამარჯვება წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის XI კლასის მოსწავლეთა გუნდმა მოიპოვა.

გუნდის წევრები იყვნენ: კესო იჩქიტიძე, სიდონია ორლოვი, ერეკლე ყრუაშვილი, მარიამ გურგენიძე, ნინო კვინიკაძე და გიგი გაბუნია. მათი კლასის დამრიგებელი კი, დალი ხარატიშვილი გახლავთ. 

გიმნაზიაში განასკუთრებით აღნიშნავენ პედაგოგის - ზეინაბ ბუაჩიძის შრომას. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ის წლებია სათავეში უდგას ინტელექტუალური თამაშის მონაწილეების მომზადებას. 

სკოლაში დიდი სიხარულით ულოცავენ მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და მათ წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება